30 нояб. 2012 г.

ორსულები














































რჩევები ორსულ ქალებს


Picture
ორსული ქალბატონებისთვის ბევრი აკრძალვები არსებობს. თუმცა ამ აკრძალვებში რამდენიმე ნამდვილად ისეთია, რომლის გათვალისწინებაც ნაყოფის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. რა თქმა უნდა არსებობს შეხედულებებიც, რომლებიც სრულიად უსაფუძვლო და სასაცილოა. მაგალითად ის, რომ ორსულმა ქალმა არ უნდა შეიჭრას თმა, არ მიირთვას ციტრუსი და არ დაკავდეს ფიტნესით, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. თუმცა ფიტნესი და სამოგზაუროდ წასვლა, ორსულობის უკანასკნელ თვეებში, შესაძლოა, ნამდვილად იყოს ზიანის მომტანი.

არ შეიცვალოთ კლიმატი...

ჩამონათვალი დავიწყოთ შემდეგი თემით: ორსულმა ქალმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს კლიმატი. ორსულობის პირვლ თვეებში მოგზაურობა ნამდვილად არ არის აკრძალული. ფეხმძიმობის 24–26 კვირამდე ექიმები ქალს ნებას რთავენ იმგზავრონ თვითმფრნავით ან მატარებლით, მაგრამ ეს ყველაფერი უკანასკნელ თვეებსა და კვირეებში იკრძალება. ეს ყველაფერი კი ატმოსფერული წნევის ცვლილებების გამოა გამოწვეული. დაბალმა ატმოსფერულმა წნევამ შესაძლოა ნაადრევი მშობიარობაც კი გამოიწვიოს. ქალბატონების გარკვეული ნაწილი, ისედაც ცუდად იტანს ამინდის ცვლილებებს, ატმოსფერული წნევის ვარდნის შემთხვევაში კი ისინი სახლიდან საერთოდ არ უნდა გამოვიდნენ. ზამთარში სიცივის სითბოთი ჩანაცვლება იმ ქალბატონებისთვისაც კი არ არის რეკომენდებული, რომლებსაც სრულიად მშვიდი ორსულობა აქვთ.

უარი თქვით სილამაზის სალონებზე...

ეს რჩევა რა თქმა უნდა მხოლოდ პროტესტს და უკმაყოფილებას გამოიწვევს. რა თქმა უნდა ორსულმა ქალბატონმა თავის მოვლა არ უნდა შეწყვიტოს. ამასთანავე სილამაზის სალონების სტუმრობა კატეგორიულადაც არ იკრძალება. ამ შემთხვევაში მხოლოდ თმის შეღებვა იკრძალება. ქალბატონს შეუძლია გამოიყენოს ნატურალური საღებავები, რომლებიც ქიმიურ ნივთიერებებს არ შეიცავენ. ქიმიური ნივთიერებები ერთნაირად საშიშია როგორც მომავალი დედისთვის, ასევე ბავშვისთვისაც. სილამაზის სალონში სპეციალისტი აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ თქვენს ორსულობასთან დაკავშირებით, ეს მას დაეხმარება არატოქსიური ნივთიერების შერჩევაში.

არ ისაუბროთ ტელეფონზე...

დამტკიცებულია რომ ფიჭური კავშირით სარგებლობა არის ის, რაც არ უნდა გააკეთოს ორსულმა ქალბატონმა. მგრამ თანამედროვე სამყაროში, ყოველგვარი კომუნიკაცია მსგავს კავშირებზეა დაფუძნებული, ამიტომ მობილურ ტელეფონზე უარის თქმა ნამდვილად რთულია. სწორედ ამიტომ, თუ ქალბატონი ვერ ანებებს თავს კომპიუტერსა და ტელეფონს, მან უბრალოდ უნდა შეზღუდოს მათი გამოყენება. სასურველია თუ მობილურ ტელეფონს იგი ღამით სრულიად გამორთავს.

არ შეიზღუდოთ თავი საკვებში...

მთავარი წესი ორსულობის დროს გახლავთ შემდეგი: მიირთვით ყველაფერი, რაც მოგესურვებათ. დიეტებმა შესაძლოა ფსიქოლოგიურ ტრავმამდე და ფიზიკურ დაავადებებამდე მიგიყვანოთ. აღსანიშნავია, რომ ორსულობის დროს სუსტი სქესის წარმომადგენლების იმუნიტეტი მეტად შესუსტებულია. დიეტები და დაუბალანსირებელი კვება სავალალო შედეგამდე  მიგიყვანთ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ განურჩევლად ყველაფერი უნდა მიირთვათ. ზიანის მომტანი, ქიმიური ნივთიერებების შემცველი საკვები რა თქმა უნდა რაც შეიძლება ნაკლებად უნდა მიირძთვათ. ამასთანავე უარი თქვით ნახევარფაბრიკატებზე. ორსულის და მისი შვილის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს ბევრი ტკბილეული, შემწვარი, მოხრაკული, ზედმეტად ცხიმიანი, მწარე, მლაშე საკვები. არ არის სასურველი ბანანისა და ყურძენის მიღებაც. უნდა ეცადოთ რაც შეიძლება ჯანსაღად იკვებოთ.

უარი ცხელ აბაზანებს...

ცხელი აბაზანების ხანგრძლივმა მიღებამ, შესაძლოა ორსული ქალბატონი თავბრუსხვევამდე და წნევის დავარდნამდე მიიყვანოს. სპეციალისტები ორსულებს კონტრასტული პროცედურების ჩატარებას ურჩევენ. გრილი წყალი მეტად დადებითად მოქმედებს ფეხმძიმე ქალის ჯანმრთელობაზე. აბაზანის მიღება ქალს უნდა ეხმარებოდის სისხლის მიმოქცევის მოწესრიგებაში. ამ გზით უზრუნველყოფილია როგორც დედის, ასევე შვილის ნერვული სისტემა, ტვინი, გული, ფილტვები და თირკმელები.

უარი თქვით სპორტზე...

თუ ორულობამდე ქალი არ ვარჯიშობდა და მას ფიტნესით დაკავება ორსულობის დროს მოუნდება, ამან შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. იმ ქალბატონებისთვის, რომელთათვისაც ფეხმძიმობის დროს ფორმის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს, არსებობს ერთი რჩევა: ძალიან არ გადაიტვირთონ ამაზე ფიქრით არც თავი და არც ნერვები. მიუხედავად ყველაფრისა, ორსული ქალბატონი შესაძლოა მეტად მსუბუქი ფიტნესით დაკავდეს, მან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენეოს არავითარი სავარჯიშო იარაღი და არ უნდა გადაიტვირთოს. იგი მშობიარობის შემდეგ თუ სურვილი ექნება, მისთვის სასურველ ფორმას აუცილებლად დაუბრუნდება.

არ მიიღოთ ბევრი წყალი...

ექიმები ორსულებს არ ურჩევენ ორ ლიტრ წყალზე მეტი სითხის მიღებას. სასურველია თუ სითხე 1,5 ლიტრს არ გადააჭარბებს. ამასთანვე ამ რაოდენობის სითხეში უნდა შედიოდეს ნატურალური წვენებიც. ორსულმა ქალბატონებმა რაციონიდან უნდა ამოიღონ როგორც ყავა, რომელიც არტერიული წნევის მატებას უწყობს ხელს, ასევე ჩაიც. არც მწვანე ჩაი რის რეკომენდებული. აღსანიშნავია, რომ არც მინერალური წყლის მიღებაა სასურველი მომავალი დედისთვის. სითხის მიღების რაოდენობა, პირდაპირ უკავშირდება სწორად კვებას. ბალანსი მაშინ მიიღწევა, თუ რაციონიდან ამოიღებთ ყოველგვარ მწარესა და მლაშეს. არ დაგავიწყდეთ, რომ სითხეში მხოლოდ წყალი არ იგულისხმება, მასში შედის წვნიანებიც, ხილიც და წვენებიც.

არ მოწიოთ და არ ჩაისუნთქოთ კვამლი...

მოწევა მავნებელია როგორც დედისთვის ასევე ჩანასახისთვისაც. სწავლულები დიდი,ხანია მივიდნენ დასკვნამდე, რომ პასიური მწეველობა ისევე მავნებელია ადამიანისთვის, როგორც აქტიური. პასიურმა მწეველობამ შესაძლოა ნაყოფის განუვითარებლობა გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული ნაადრევი მშობიარობაც. სიგარეტის კვამლმა, ჩანასახში შესაძლოა სიმსივნური ქსოვილები წარმოქმნას. ხოლო თავად მწეველი ორსულების ბავშვებს ძირითადად პრობლემა ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით ექმნებათ და ისინი მცირეწონიანები იბადებიან. ქალმა უნდა ეცადოს ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმა, ორსულობის პირველ თვეებში მაინც! 

რა ეკრძალება ორსულს



რა ეკრძალება ორსულს



ფეხმძიმე ქალების უმრავლესობას აინტერესებს, რისი გაკეთება შეიძლება მომავალი ბავშვის უსაფრთხოებისთვის, რისგან უნდა შეიკავონ თავი, რომ ნორმალური ორსულობა, მშობიარობა ჰქონდეთ და ბავშვიც ჯანმრთელი დაიბადოს. საჭიროა თუ არა ორსულობის პერიოდში ჩვეული ცხოვრების წესის შეცვლა, გარკვეული სახის შეზღუდვები ფიზიკური აქტივობის კუთხით, დასაშვებია თუ არა ორსულობის დროს მგზავრობა, რა საკვებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და ა.შ. 
ორსულისათვის რეკომენდებული არ არის ექსტრემალური სპორტი, ავტორბოლაში მონაწილეობა, ცხენით ჯირითი, ზედმეტი და ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. იმისათვის, რომ თითოეულმა ორსულმა განსაზღვროს, რისი გაკეთებაა მისთვის დასაშვები და რისგან უნდა შეიკავოს თავი, პირველ რიგში, საკუთარი ფიზიოლოგიური თავისებურებები უნდა იცოდეს. 
ორსულობა ავადმყოფობა არ არის, ეს ორგანიზმის გარკვეული მდგომარეობაა. არსებობს ზოგადი მაჩვენებლები, რომლებიც ფეხმძიმეებისათვის ნორმად ითვლება. ეს ბევრადაა დამოკიდებული იმაზეც, როგორი ცხოვრების წესს მისდევდა მომავალი დედიკო ორსულობამდე. როგორც წესი, აქტიურ ქალებს ორსულობის პერიოდში პასიურად ყოფნა ძალიან უჭირთ. 
თავის მხრივ, ინდივიდუალურ ნორმაში მოიაზრება ცხოვრების წესი, კვება, სოციალური პირობები, დადებითი ემოციების მიღება, დასვენებისა და მუშაობის სწორი რეჟიმი და ა.შ. 
რამ შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა? 
საშვილოსნოს მაღალმა ტონუსმა; 

მოკლე და რბილმა საშვილოსნოს ყელმა; 

დაბლა მდებარე პლაცენტამ; 

ვაგინალურმა ინფექციებმა. 
მომავალი დედიკო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ეს რისკფაქტორები მინიმუმამდე დაიყვანოს. ამ საფრთხის წინააღმდეგ მეციდინაში რამდენიმე მიზეზს გამოყოფენ, რომლებიც ორსულებმა უნდა იცოდნენ: სოციალურ–ბიოლოგიური, რაც გულისხმობს ასაკს, მავნე ჩვევებს, გარემო პირობებს; ასევე გინეკოლოგიური ანამნეზი, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს მენსტრუაციული ციკლის ხასიათს, წინა ორსულობებისა და მშობიარობების გათვალისწინებას, გინეკოლოგიურ დაავადებებს, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიებს. გასათვალისწინებელია ზოგი დაავადებაც – მწვავე ინფექციები ორსულობის პერიოდში, დედისა და ნაყოფის ორგანოების პათოლოგიები. 
რისგან უნდა დაიცვას თავი ორსულმა? ამ მდგომარეობაში უმნიშვნელო ცვლილებაც კი შეიძლება ნეგატიურად აისახოს ორსულის ზოგად მდგომარეობაზე. ამიტომ არ შეიძლება, მომავალმა დედამ წვრილმანებიც კი უყურადღებოდ დატოვოს. 
არ არის რეკომენდებული ძლიერი და ხანგრძლივი ნერვიულობა, სტრესი; 
დაუშვებელია ძლიერი ფიზიკური დატვირთვა; 
არარეკომენდებულია ორსულობის პერიოდში იოგაში ვარჯიში; 
ხანგრძლივი დროით ფეხზე დგომა; 
ინტოქსიკაცია; 
ძლიერი პირღებინება, დიარეა; 
სპაზმური ხველა. 
ჩამოთვლილთაგან ბოლო სამის არსებობის შემთხვევაში ორსულმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს და მისი რეკომენდაციები აუცილებლად გაითვალისწინოს. 

აბორტი – ერის დიდი ტრაგედია


საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, აკეთებს ან ამის ნებას იძლევა. სანამ დროა უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთ-მკვლელობის ცოდვა მიეტევოთ.
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
აბორტიაბორტის შესახებ გთავაზობთ ამონარიდებს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ეპისტოლეებიდან და ქადაგებებიდან (1979-2012წწ.).

ოჯახის საკითხთან დაკავშირებით მინდა ყურადღება შევაჩერო ჩვენში გავრცელებულ უმძიმეს ცოდვაზე – დედათა მიერ მუცლის მოშლაზე. 
ეკლესია, ღვთის კანონის საფუძველზე დაყრდნობით, ერთხელ კიდევ მოაგონებს ყველას, რომ ეს არის უდიდესი დანაშაული ღვთის, ერისა და თვით სიცოცხლის წინაშე. ყოველი ჩანასახი მისი განვითარების პირველი დღეებიდანვე უკვე ადამიანია: უფალი თავიდანვე ასახლებს უკვდავ სულს მუცლადღებულის ნაყოფში; ამიტომაცაა იგი ისეთივე ძვირფასი და გასაფრთხილებელი, როგორც ნებისმიერი პიროვნება, ამიტომაცაა მისი მოსპობა კაცის მკვლელობის ტოლფასი. ამ ცოდვით დამძიმებული მშობლები მკაცრად დაისჯებიან ღვთისაგან, რადგან მათი ხელები საკუთარი ნებით დახოცილი შვილების სისხლითაა გამთბარი.
ხშირად აბორტს უმნიშვნელო დანაშაულად თვლიან იმის გამო, რომ ამის მოქმედნი მრავლად არიან და მიმბაძველობა დამნაშავეთ პასუხისმგებლობისაგან თითქოს ათავისუფლებს; მიაჩნიათ ისიც, რომ რაკი ბავშვი ჯერ დედის მუცელშია და არ დაბადებულა, ადამიანის გრძნობა და თვისებები არა აქვს, ამასთან იგი აღიქმება, როგორც დედის სხეულში რაღაც მცირე ნაწილი, რომელსაც მშობელი სურვილისამებრ, შეიძლება თავისუფლად მოექცეს. ასეთი ფიქრი უდიდესი შეცდომაა.
ეკლესიის მიერ იმთავითვე აღიარებული ფაქტია და თანამედროვე მედიცინაც მეცნიერულად ამტკიცებს იმას, რომ ადამიანი დამოუკიდებელ არსებობას ჩასახვისთანავე იწყებს და იგი ამ მომენტიდან უკვე პიროვნებაა. აღარაფერს ვამბობთ 7, 10, 12 კვირის ნაყოფზე, რომლის ქმედებანიც ადამიანური თვისებების აშკარა გამოვლინებით ხასიათდება. ამიტომაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სამი თვის (უფრო მეტის, თუ უფრო ნაკლების) მუცელში მყოფ ყრმას მოკლავს დედა, თუ უკვე გაჩენილ სამი თვის (გინდაც 10, 20, 30 წლის) შვილს. რატომ არის ნებადართული და ჩვეულებრივ მოვლენად მიღებული პირველი ფაქტი, მეორე კი დიდ დანაშაულად მიჩნეული და საერო სამართლის სასჯელს დაქვემდებარებული? ეს ხომ ანომალიაა.
ტექნიკის განვითარებამ შესაძლებელი გახადა თანამედროვე ამერიკელი მეცნიერის ბერნარდ ნათანსონის მიერ გადაღებული ფილმის (“უხმო ყვირილი”) საშუალებით ჩვენი თვალით დაგვენახა და გვეგრძნო, ის შემაძრწუნებელი შიში და ტკივილი, რასაც სიკვდილის მოლოდინში მუცელში მყოფი ყოვლად უმწეო ნაყოფი განიცდის. რა შეედრება იმ ცოდვის სიმძიმეს, როცა ესა თუ ის პიროვნება საკუთარი შვილის უმოწყალო მკვლელი ხდება; აბორტის გამო პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც დედას, ისე მამას (თუ ეს მისი თანხმობითაც მოხდა). ჩვენი საზოგადოება სავსეა შვილისმკვლელი მშობლებით და ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მათ ცოდვის შესატყვისი განცდა არა აქვთ.
ყველა ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ აბორტი უდიდესი ცოდვაა ღვთის წინაშე და დანაშაული ერის წინაშე. ეს არის მკვლელობა ცოცხალი ადამიანისა, საკუთარი ვაჟისა და ქალისა, რომელიც ველურ მხეცებსაც კი არ ახასიათებს.
მეექვსე მსოფლიო კრების 77-ე მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანი ჩამდენი ამ მძიმე ცოდვისა, როგორც კაცის მკვლელი ისე უნდა დაისაჯოს.
თვითონ განსაჯეთ, ჩანასახშივე რომ მოეკლათ და არ დაბადებულიყო შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, კათოლიკოს-პატრიარქნი: კირიონი, კალისტრატე და სხვანი, რა იქნებოდა ჩვენი ენა, ისტორია, კულტურა და საერთოდ სულიერი სახე საქართველოსი. შეიძლება ბავშვს, რომლის მოკვლაც მშობლებმა გადაწყვიტეს, ელოდა მომავალი უდიდესი მეცნიერისა, პოეტისა ან წმიდანისა. შესაძლოა ის ერთ-ერთი იმათგანი ყოფილიყო, ვისაც ჩვენი ერის დიდებასა და სიამაყეს უწოდებენ.
ბავშვები მომავალია ჩვენი ერისა, მატარებელი მისი სულიერი და კულტურული ფასეულობებისა, ერისა, რომელსაც დიდი ქრისტიანული ტრადიციები და ისტორია აქვს. მაგალითისათვის მინდა მოვიტანო სტატისტიკური მონაცემები: შუა აზიის ოთხი რესპუბლიკა, სადაც ცხოვრობს შედარებით ცოტა – 8,4 პროცენტი საბჭოთა კავშირის მოსახლეობისა, მთელ სახელმწიფოს ახლშობილთა ერთ მესამედს აძლევს.
ამასთან მოკავშირე რესპუბლიკებს შორის საქართველოს ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილი უჭირავს.
ეს ფაქტი სამწუხაროა და დასაფიქრებელი, განსაკუთრებით იმათთვის, რომლებიც ამ მძიმე დანაშაულს ჩადიან.
სამწუხაროდ, ხშირად გვხვდებიან სარგებლის მაძიებელი, მერყევი ხასიათის, პატივმოყვარე, გართობას აყოლილი დედები, გვხვდებიან ისეთნიც, რომელნიც გაურბიან თავის მოვალეობას, უზრუნველი ყოფის შენარჩუნების მიზნით საშინელ დანაშაულსაც არ ერიდებიან და მეუღლის ნებართვით ან მისი ნების საწინააღმდეგოდ უდროოდ უსპობენ სიცოცხლეს ნაყოფს. იმას კი ივიწყებენ, რომ ეს არის ნამდვილი მკვლელობა, მკვლელობა საკუთარი ვაჟისა ან გოგონასი; რა მნიშვნელობა აქვს, რა ხნის იქნება იგი, ახლადჩასახული თუ 20-30 წლის ასაკისა?
ბავშვები ხელს შეგვიშლიან, არა გვაქვს საშუალება მათი რჩენისა, ზედმეტი პრობლემები შემექმნება, მინდა ცხოვრებისაგან მეტი სიამოვნება მივიღო – აი მიზეზები, რომლებიც განაპირობებს აბორტის გაკეთებას. მაგრამ სიამოვნების ნაცვლად ამ ცოდვის ჩამდენ მეუღლეთა ცხოვრება თანდათან წამებად იქცევა: შვილები მშობლებს აღარ ემორჩილებიან, ბავშვები ავადმყოფები ჩნდებიან, თვითონ დედ-მამას კი სხვადასხვა დაავადება ახსენებს თავს, გულგრილი ხდება მათი ურთიერთობაც და ღალატი ცხოვრების წესად ექცევათ. ან კი როგორ შეიძლება მშვიდობა და კეთილდღეობა იქნას მოპოვებული ასეთი საშინელი ცოდვის საფასურად.
ნუ ჩაიდენთ შვილის მკვლელობის საშინელ ცოდვას, – აბორტს. ერის დიდი ტრაგედიაა, რომ თითქმის ყველა ოჯახში, მშობლების ნებით, უმოწყალოდ მოსპობილ მუცლადღებულ ყრმათა სისხლია დაღვრილი და მისი ნაკადი კვლავაც შეუჩერებლად მოედინება. ადამიანებს გონება და გული აქვთ დახშული იმისათვის, რათა გააცნობიერონ, რას ჩადიან; ცხოველიც კი არ არის ასეთი გულგრილი თავისი ნაშიერისადმი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით საქართველოში აბორტების სტატისტიკა ამგვარად გამოიყურება:
აბორტი

თუმცა, ეს სტატისტიკა პირობითია და მისი რიცხვი შეიძლება გაცილებით დიდიც იყოს, რადგან აბორტი ხშირად არასამედიცინო ადგილებში კეთდება და მისი აღრიცხვა არ ხდება…

პატარას საუბარი ღმერთთან



ბავშვი, რომელიც დედამიწაზე მოსავლენად ემზადება, ღმერთს ეკითხება:


- უფალო, მითხრეს რომ მალე დედამიწაზე უნდა მოვევლინო, მაგრამ მე, ასეთმა პატარამ და უმწეომ იქ როგორ უნდა ვიცხოვრო?
- ყველა ანგელოზთა შორის შენთვის ერთი ამოვარჩიე. ის შენ გელის, შენზე იზრუნებს და დაგიცავს. ანგელოზი ყოველდღე გიმღერებს და გაგიღიმებს. ამგვარად შენ მის სიყვარულს შეიგრძნობ და ბედნიერი იქნები.
- კეთილი. ენა რომ არ ვიცი, ადამიანების ნათქვამს როგორ გავიგებ?
- დედამიწაზე რაც კი ლამაზი და ტკბილი სიტყვებია, ანგელოზი დიდი სიყვარულით შეგასწავლის.
- კეთილი უფალო. შენთან საუბარი რომ მომინდეს, როგორ მოვიქცე?
- ანგელოზი პირჯვარს გარდაგსახავს და ლოცვას გასწავლის.
- გავიგე, რომ დედამიწაზე ცუდი ადამიანებიც ყოფილან, მე ვინ დამიცავს?

- ანგელოზი თავის სიცოცხლესაც კი გასწირავს შენს დასაცავად.
- მე ძალიან ვწუხვარ, რომ ვეღარ გნახავ...
- ანგელოზი გამუდმებით გესაუბრება ჩემზე და ჩემსკენ მომავალ გზას გიჩვენებს...

ამ დროს სამოთხეში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. დედამიწიდან გამოსული ხმები სამოთხეს სწვდებოდა. პატარა მიხვდა, რომ წასვლის დროა და ბოლო შეკითხვა დაუსვა უფალს:

- უფალო, თუ უკვე მოვიდა ჩემი წასვლის დრო, სწრაფად მითხარი, რა ჰქვია ჩემს ანგელოზს?

- მისი სახელი საჭირო არ არის, შენ მას დედას დაუძახებ!

რატომ უნდა ავიყვანოთ პატარა ხელში ხშირად


xelshi.jpg
პატარა ბავშვი იმდენად დიდ სიხარულსა და აღტკინებას განიცდის დედ-მამასთან ურთიერთობის წუთებში, რომ გამუდმებით ითხოვს ხელში აყვანას. ბევრის აზრით, არ ღირს “ბავშვის გათამამება” და მის ნებაზე აყოლა – მან დამოუკიდებლად უნდა ისწავლოს თამაში. სინამდვილეში ეს მეტისმეტად მცდარი აზრია. ბავშვს, რომელსაც არ აქცევენ ყურადღებას, არ იყვანენ ხელში, არ ჩქარობენ მასთან მისვლას იმისათვის, რომ დაეხმარონ ბავშვური, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში, გარესამყაროს მიმართ უჩნდება უნდობლობის გრძნობა. ნეგატიურ ურთიერთობას მოყვება ნეგატიური შედეგები. ბავშვს სხვა არა დარჩენია თუ არა კივილით, ტირილითა და აგრესიით მოითხოვოს ის, რაც მას ეკუთვნის: ყურადღება და ზრუნვა, სითბო და გულისხმიერება. ამგვარი გარემოება უდავოდ ნეგატიურად აისახება მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე.  
        მშობლები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ ბავშვის მიერ ხელში ხშირად აყვანის მოთხოვნას. როგორც ამერიკელი ფსიქოლოგი ს. გრინსპანი აღნიშნავს, “ბავშვის მამა ან დედა, მოუცლელობის ან უბრალოდ ცუდი გუნება-განწყობის გამო, შვილის ამგვარ ქცევას შეიძლება აღიქვამდეს, როგორც აგრესიის გამოვლინებას, საკუთარი უფლებების ხელყოფის მცდელობას. ამგვარ სიტუაციაში მათ შეიძლება უთხრან ბავშვს: “თავი დამანებე!” ბავშვი გაოგნებულია ამგვარი დამოკიდებულებით და სვამს კითხვას: “რატომ? განა ალერსისა და ყურადღების მოთხოვნა ცუდია?” თუ ამ წუთებში ბავშვის მიერ განცდილი წყენა მის სულში მძიმე ტვირთად დაიდებს ბინას, თუ მის გულში მშობლების მიმართ არსებული ნდობა შეირყევა, ბავშვის ქცევაც შესაბამისი ნეგატიური ფორმით გამოვლინდება. 
        პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ის ბავშვი, რომელსაც ხშირად იყვანდნენ ხელში, ხშირად ესაუბრებოდნენ, თამაშობდნენ, უფრო ჰარმონიულად ვითარდება. გარდა ამისა, მას პოზიტიური დამოკიდებულება უჩნდება გარშემომყოფთა მიმართ, რაც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის იმისათვის, რომ ბავშვი გაიზარდოს გულისხმიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული და კომუნიკაბელური ადამიანი.

29 нояб. 2012 г.

მშობიარობის შემდგომი დეპრესია


depresia0727142239.jpgბავშვის სიცოცხლის პირველი თვეები ყოველთვის დადებით ემოციებს როდი იწვევენ. მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა დედას შეიძლება დაეწყოს მშობიარობისშემდგომი დეპრესია. ამგვარი მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებად შეიძლება დავასახელოთ ჰორმონები და გარემოებები. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მშობიარობისშემდგომი დეპრესია უფრო ხშირად გვხვდება პირველი მშობიარობის შემდეგ. სინამდვილეში, ამგვარ შემთხვევათა რიცხვი გაცილებით მეტია, მაგრამ რადგან ყველა ქალი არ მიმართავს ექიმს დახმარებისთვის, ამიტომ აღრიცხულთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია. დეპრესია შეიძლება დაიწყოს მშობიარობის მეორე დღიდან ერთ თვემდე და გაგრძელდეს რამოდენიმე თვის მანძილზე. 
მისი წარმოშობის მთავარი მიზეზია მძლავრი ჰორმონალური გარდაქმნა, რომელიც ქალის ორგანიზმში მშობიარობის შემდეგ მიმდინარეობს. ამის ფონზე ახალნამშობიარეთა უმეტესობას შეიძლება აღენიშნოს ემოციონალური დარღვევები, ჭირვეულობა, უმიზეზო ტირილი, ცუდი ძილი.... . ზოგიერთ მათგანს ამგვარი დარღვევები შეიძლება დეპრესიაში გადაეზარდოს. 
        მშობიარობიშემდგომი დეპრესიის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე შიდაპიროვნული ფსიქოლოგიური კონფლიქტი. მკვეთრად გამოხატული ეოციონალური დარღვევების პროვოცირება შეუძლიათ აგრეთვე ქმართან კონფლიქტურ ურთიერთობას, ქრონიკულ სტრესს, ქვეცნობიერად ბავშვის არყოლის სურვილს, ქალის მშობლების მხრიდან მისი ორსულობისადმი უარყოფით დამოკიდებულებას, სოციალურ პრობლემებს (მაგ. სამუშაოს დაკარგვა).
        როდესაც საქმე გვაქვს ნამდვილ დეპრესიასთან სიმპტომების სრული კომლექტით, აქ ექიმის გარეშე საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. მკურნალობა მიმდინარეობს მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპიული მეთოდების გამოყენებით. თუ ექიმი ჩათვლის, რომ მის წინაშე დეპრესიული სინდრომის იოლი ფორმაა და დედა-შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის უპირატესობას სწორედ ფსიქოთერაპიას მიანიჭებს. ამ მეთოდზე საუბრისას, ჩვენ გარკვეულწილად მის ერთ-ერთ განშტოებას, ოჯახურ ფსიქოთერაპიასაც ვგულისხმობთ. ოჯახის წევრებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ქალის გამოჯანსაღების საკითხში. თუ ახალგაზრდა დედა დეპრესიის ტყვეობაში მოხვდა, ახლობლებმა მაქსიმალური გაგება და მოთმინება უნდა გამოიჩინონ. ბუნებრივია, ქმრისთვის არც თუ ადვილი მისაღებია ის ფაქტი, რომ ბავშვის გაჩენასთან ის აღარ წარმოადგენს მთავარ ფიგურას ქალის ცხოვრებაში. ზოგიერთი მამაკაცი, როდესაც გრძნობს ყურადღების ნაკლებობას, იკეტება საკუთარ თავში, რითაც ცოლს დამატებით ტრავმას აყენებს. ამ პერიოდში რაოდენ ძნელი ასატანიც არ უნდა იყოს ცოლის ქცევა, მისი მოთხოვნები, ქმარი უნდა აღივსოს მოთმინებით და თავი აარიდოს კონფლიქტების წარმოშობას, იყოს ტაქტიანი და მზრუნველი. იგივე ეხებათ ოჯახის დანარჩენ წევრებს და განსაკუთრებით დედებს. მათი მხრიდან ახალგაზრდა დედა უნდა ღებულობდეს ოჯახურ სითბოს, ყურადღებასა და გაგებას (გადაჭარბებული და თავსმოხვეული ზრუნვის გარეშე).
        მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ იმის შესახებ თუ რა ხერხებს შეიძლება მიმართოს ახალნამშობიარევმა თუ შვილის გაჩენას თან სულიერი დისკომფორტი მოჰყვა.

როგორ გავუმკლავდეთ მშობიარობისშემდგომ დეპრესიას



shevinarchunot_porma0727150736.jpg
თუ ქალს მშობიარობის შემდეგ შეუძლია ბავშვის სათანადო მოვლა, ქმართან, მშობლებთან და მეგობრებთან ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ ამასთან გარკვეულ სულიერ დისკომფორტს განიცდის, მას შეუძლია დამოუკიდებლად საკუთარი ემოციონალური მდგომარეობის გაუმჯობესება. 
უპირველეს ყოვლისა, ის უნდა ხელახლა ჩაჯდეს ჩვეულ ყოფით რიტმში და ოჯახურ ვალდებულებებს თავი არ უნდა აარიდოს. ახალგაზრდა დედა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეშვას. საკუთარი თავის მოვლა, ნორმალური კვება და ძილი, გარეგნობაზე ზრუნვა და ოჯახური მოვალეობები- აი ის აუცილებელი პირობები, რომლებიც მან უნდა დაიცვას. ასევე არ უნდა დაიკარგოს სოციალური კონტაქტები: უნდა მოინახოს დრო ქმართან საურთიერთოდ, მეგობრებთან შესახვედრად, საკითხავად თუ სხვა რაიმე საქმიანობისათვის, თუნდაც ამ ყველაფერმა დღეში სულ რაღაც ნახევარი საათი დაიკავოს. 
გუნება-განწყობის გაუმჯობესებაზე შემდეგი ფაქტორები მოქმედებენ:

• თავი აარიდეთ დაბნელებულ ოთახში ყოფნას, უნდა შემოუშვათ რაც შეიძლება მეტი დღის სინათლე;
• კვებით რაციონში შეიტანეთ ბანანები, შავი შოკოლადი (თუ ამის ნებას ბავშვის ძუძუთი კვება მოგცემთ), ხილი, რძის პროდუქტი;
• კარგი ძილი- აუცილებელი ნორმაა 7-8 საათი, შეთანხმდით ქმართან, რომ მორიგეობით ადგებით ღამე ბავშვის გამოღვიძების დროს;
• ყველანაირად ეცადეთ დადებითი ემოციების კულტივირება;  
• გული გადაუშალეთ თქვენს ახლობლებს (მეგობრებს, ახლობლებს). გაანდეთ და გაუზიარეთ თქვენი სატკივარი და ის რაც გაწუხებთ;
• დაამყარეთ ურთიერთობა ახალბედა დედებთან, ეზოში ბავშვის გასეირნებისას, ინტერნეტში მშობელთა ფორუმზე წამოჭერით თემა, რომელიც გაღელვებთ და მოსვენებას არ გაძლევთ;
• ისეირნეთ სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება მეტხანს; თავს ძალა დაატანეთ და გადით გარეთ მაშინაც კი, როდესაც ეს არ გინდათ; 
• გარეგნობა: გაიხსენეთ, რომ დაგიდათ დრო, როდესაც ტანსაცმლის შერჩევა მუცლის ზომაზე არ არის დამოკიდებული. გამოიჩინეთ ფანტაზია და შეიძინეთ რაიმე ახალი. სხვათა შორის, შოფინგს ქალზე ყოველთვის ჰქონდა ანტიდეპრესანტის ეფექტი. 
• ზუსტად გაანაწილეთ მოვალეობები თქვენსა და ახლობლებს შორის. დედას (დედამთილს) და ქმარს მიეცით კონკრეტული დავალებები, მაგრამ ძალიან ნუ გადატვირთავთ. თუ დედა (ან დედამთილი) თქვენთან არ ცხოვრობს, აიყვანეთ დამხმარე ქალი (მაგრამ არა ძიძა), რადგან პირველი თვეების მანძილზე სწორედ თქვენ უნდა იყოთ ბავშვთან;
• ნორმალური კვება: სასარგებლო, ვიტამინებით და უჯრედისით მდიდარი საკვები;
• წყლის პროცედურები: იდეალურია, თუ გაქვთ აუზზე სიარულის საშუალება, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, კონტრასტული შხაპიც ან მატონიზირებელი დილით და დამაწყნარებელი ბალახებიანი აბაზანა შესანიშნავად გამოდგება; შეგიძლიათ აბაზანაში ჩაყაროთ ზღვის მარილი და დაამატოთ რამოდენიმე წვეთი ეთერზეთისა.
• შეეცადეთ ქმართან შეინარჩუნოთ ნორმალური ურთიერთობა: როგორც არ უნდა იყოს, ის თქვენი ყველაზე ახლობელი ადამიანია. ზოგიერთი ქალი ამ პერიოდში ივიწყებს იმის შესახებ, რომ მას ჰყავს ქმარი, რაც სავალალოდ აისახება ოჯახურ ურთიერთობებზე; შეეცადეთ აუხსნათ, რომ ახლა გიჭირთ და ზედმეტად გაღიზიანებული და აღგზნებული ხართ, მაგრამ ეს ყველაფერი გადაივლის თუ ერთობლივი ძალებით და შეთანხმებულად დაძლევთ ამ სიტუაციას. 







16 нояб. 2012 г.

პატარა და მუსიკა




pazazina20709183506.jpg
იმისათვის, რომ ბავშვებს გაუღვივოთ მუსიკისადმი სიყვარული, არ არის აუცილებელი იყოთ ამ სფეროს წარმომადგენელი ან აბსოლუტური სმენის პატრონი.თუ პირადად თქვენ სიამოვნებას განიჭებთ მუსიკის მოსმენა, მაშინ უთუოდ შეძლებთ პატარასაც ასწავლოთ მისი მოსმენა და გაგება. 
ბავშვი ბგერებზე უკვე მუცლადყოფნის პერიოდში რეაგირებს და თავის დამოკიდებულებას მათ მიმართ აქტივობის ცვალებადობით გამოხატავს.
       სამი თვის ბავშვი, როგორც კი გაიგებს მუსიკას, იწყებს აქტიურ მოძრაობას, მაგალითად, ტრიალდება ან ქანაობს, ან “მღერის” თავის ენაზე. 5 თვის ასაკში პატარა უკვე არჩევს (ანასხვავებს) ჰარმონიულ მუსიკალურ ფრაზას კაკაფონიისგან. 6 თვის ასაკში ის ცდილობს ბგერების იმიტაციას და ერთი წლის ასაკში მას უკვე შეუძლია ამოიცნოს ადრე გაგებული მუსიკალური რიტმი. წლინახევრის ასაკში კი “ღიღინებს”საყვარელ მელოდიას.
        ბავშვის მუსიკალური აღზრდა შეგიძლიათ დაბადებიდან დაიწყოთ. 
ყველაზე პირველი და ყველაზე სრულყოფილი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც პატარები ეცნობიან,- დედის ხმაა, მისი აივნანა. უკეთესია, თუ ძილის პირულს საკუთარი ხმით მღერით და არ ცვლით მას აუდიო ჩანაწერით. ნუ შეგაჩერებთ ხმის ან სმენის არქონა. როგორი კარგიც არ უნდა იყოს აუდიო ჩანაწერი, ის მაინც ვერ შეცვლის დედასთან სიახლოვეს, როდესაც ის გულში იკრავს პატარას და უმღერის იავნანას. 
       რასაკვირველია, მუსიკალური აღზრდა წარმოუდგენელია მუსიკის მოსმენის გარეშე. ამ შემთხვევაში საუკეთესოა კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები. ჩართეთ ისინი დაბალ ხმაზე და ერთად მოუსმინეთ მაშინ, როდესაც სხავადსხვა საქმიანობით ხართ დაკავებული (თამაშის, საკვების მიღების, მასაჟის, ჩაცმის თუ გახდის დროს). საძილე მუსიკა უთუოდ უნდა განსხვავდებოდეს სიფხიზლის საათებისთვის განკუთვნილი მუსიკისგან. მრავალი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ პატარებისთვის განკუთვნილი აუდიო ჩანაწერები უნდა იყოს ნათელი, მარტივი, მოსასმენად სასიამოვნო და ისეთი, რომ არ იწვევდეს უარყოფით ემოციებს. პატარებზე კლასიკური მუსიკის გავლენის საკითხს ძირითადად გერმანელი მეცნიერები სწავლობდნენ. მათი რეკომენდაციით ბავშვებმა უნდა უსმინონ მოცარტს, შუბერტს, ჰაიდნსა და ბახს. ამ კომპოზიტორთა ნაწარმოებები მართლაც მოსწონთ პატარებს. მოცარტის ნაწარმოებები იდეალურად შეესაბამებიან ყველა მოთხოვნას: ისინი მარტივი, ჰარმონიული და ოპტიმისტურია. 
        დროდადრო ბავშვის ყურადღება მიიქციეთ სიტყვებით: “გესმის, როგორი მუსიკა ისმის? ეს კომპოზიტორმა მოცარტმა დაწერა” ან “რა მხიარული მუსიკაა, მოდი ვიხტუნოთ ამ მუსიკის ქვეშ!” დაასახელეთ კომპოზიტორები, აუცილებლად თქვით როგორი მუსიკა ისმის (ნელი, ჩქარი, მხიარული, მოწყენილი). შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი სიტყვა გამოიყენოთ ამა თუ იმ მელოდიის დასახასიათებლად-ასე ბავშვის მეტყველება უფრო სწრაფად განვითარდება. 
        ამგვარი “გაკვეთილები” შესანიშნავად ავითარებენ სმენას, ბავშვებს მუსიკის სიყვარულს უღვივებენ. 
        ქვემოთ მოყვანილია იმ ზოგიერთ მუსიკალურ ნაწარმოებთა ჩამონათვალი, რომელთა მოსმენაც რეკომენდირებულია პატარებისთვის ადრეული ასაკიდან:
1. ბახის (ორგანული მუსიკის ნაწარმოებთა გამოკლებით), მოცარტის, ვივალდის ნაწარმოებები;
2. შოპენის ნაწქარმოებები;
3. შუბერტის “საღამოს სერენადა”, ვალსები;
4. ბრამსის “უნგრული ცეკვა#5”;
5. ბეთჰოვენის “ელიზას”;
6. ბოკერინის “მენუეტი”;
7. ვერდის ოპერიდან “აიდა” მარში, ჰერცოგის არია ოპერიდან “რიგოლეტო”;
8. გერშვინის ოპერიდან “პორგი და ბესი” კლარას ძილისპირული;
9. შტრაუსის ნაწარმოებები.


ბავშვებს სჭირდებათ უპირობო სიყვარული




me_da_mama.jpg

ბავშვები ჰგვანან სარკეს. ისინი უფრო ირეკლავენ სიყვარულს, ვიდრე ასხივებენ. თუ მათ მიეცა სიყვარული, ისინი მას აბრუნებენ. თუ ისინი სიყვარულს არ გრძნობენ, მაშინ საპასუხოდ-არაფრის, ან თითქმის არაფრის მოცემა არ შეუძლიათ. ბავშვები საკუთარ თავს თქვენი სიყვარულის სარკეში ჩახედვით შეიცნობენ. ზოგიერთი სარკე იძლევა მკვეთრ და სრულ ანარეკლს, მაშინ, როცა სხვა, გაბზარული სარკეები ამახინჯებენ ბავშვის უმანკო გამოსახულებას.
როდესაც შვილები დაბადებიდან მშობლების უპირობო და უცვლელ სიყვარულს გრძნობენ, მათ ამ სარკეში ჩახედვით შეიძლება დაინახონ, თუ როგორები არიან ახლა და როგორები უნდათ რომ იყვნენ მომავალში.
        თუ მშობლები სიყვარულს გასცემენ არა მუდმივად, არამედ მხოლოდ რაღაცა პირობების შესრულების შემთხვევაში, მაშინ ბავშვებს შფოთვისა და საკუთარ ძალებში ურწმუნობის გრძნობა ეუფლებათ. მათ არ შეუძლიათ გამოიმუშაონ ის სულიერი სიმრთელე, რომლისკენაც ისწრაფვიან. მათი წარმოდგენა საკუთარ თავზე ხდება მერყევი. ისინი ყოველდღე უსვამენ თავს შეკითხვას: “ვინ ვარ მე?” 
        მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ჩვენ ვხედავთ არასრულყოფილად, თითქოს ვიხედებოდეთ მკრთალი ანარეკლის მქონე სარკეში. მაგრამ ერთხელ თვალს გავახელთ და სრულ მხედველობას მოვიპოვებთ.  მაშინ ღმერთს დავინახავთ პირისპირ. სანამ ეს მოხდება, საკუთარ თავს მხოლოდ ნაწილობრივ ვიცნობთ, მერე კი სრულად შევიცნობთ, ისევე, როგორც სრულად ვართ შეცნობილები მის მიერ. 
        ბავშვის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მისი ცოდნა და აღქმა- ნაწილობრივია. უფრო სრული, “პირისპირ” გაგება მიიღწევა უფრო მოწიფული სიყვარულის მეშვეობით. ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე და მისი გაგება ძირითადად ყალიბდება ოჯახის წევრების (პირველ რიგში) ჩვენდამი დამოკიდებულებით, რომელსაც ისინი გადმოგვცემენ სახის გამომეტყველებით, ხმის ტონით და საქციელით. სხვანაირად, ისინი გამოდიან სარკის როლში, სადაც ჩვენს გამოსახულებას ვხედავთ.
        თავის წიგნში “დაჭრილი გრძნობების განკურნება” დევიდ სიმენდსი გასართობი პარკების მრუდე სარკეებზე წერს. ასეთ სარკეებში ჩახედვისას ჩვენ საკუთარი თავის დამახინჯებულ და კარიკატურულ გამოსახულებას ვხედავთ. ზუსტად ასევე ამრუდებს ბავშვის განვითარებად წარმოდგენას საკუთარ თავზე “პირობითი სიყვარული”.
ვიღაცამ თქვა: ”ბავშვობა-ესაა თქვენი ცხოვრების ის პერიოდი, რომლის განმავლობაში ღმერთს სურს ააშენოს ტაძარში ოთახები, სადაც იგი იცხოვრებს, როცა თქვენ გაიზრდებით”.
        მშობლებს აქვთ უდიდესი პრივილეგია და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა: შეუქმნან ბავშვს ტაძრის საძირკველი, საფუძველი ჩაუყარონ მის მართებულ წარმოდგენას საკუთარ თავზე.
        თუ ბავშვს ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ის, რომ ის არაფერს არ წარმოადგენს, მაშინ ის არც იმას მიანიჭებს მნიშვნელობას, თუ რას ამბობს ან რას და როგორ აკეთებს.. თუ ადამიანში შეყვანილი იქნა ასეთი დაბალი თვითშეფასების პროგრამა, მაშინ მისთვის ძნელი იქნება, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეუძლებელიც, იგრძნოს ღმერთის სიყვარული. ის ვერ იჯერებს, რომ მნიშვენლოვანია ღმერთისთვის.
        თუმცა ბავშვებს არ შეუძლიათ ამის მკაფიოდ გამოხატვა, მაგრამ მათ იციან, რომ მათთვის აუცილებელია, რომ უფროსებს უყვარდეთ ისინი ისეთები, როგორიც არიან. ამის გარეშე ისინი სწორად ვერ განვითარდებიან.
        როცა ბავშვებს არ შეუძლიათ გახდნენ ისეთები, როგორიც წარმოუდგენიათ გულის სიღრმეში, როცა არ შეუძლიათ მოიპოვონ საკუთარი თავი, როცა ცხოვრება მათთვის მრუდე სარკეთა მწკრივია, მაშინ მათ გულში ნეგატიური გრძნობები იბუდებს.
        ჩვენ, უფროსებმა კარგად ვიცით, რამდენი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ბოლოსდაბოლოს მოგვეპოვებინა საკუთარი თავი და ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რა ნეგატიურ გრძნობებს განვიცდიდით მათ მიმართ, ვისაც უნდა ვყვარებოდით და მივეღეთ ისეთები, როგორიც ვიყავით. 
        მიუხედავად ამისა, ხშირად მშობლები, რომლებმაც საკუთარ ტყავზე გამოსცადეს ეს ყველაფერი, იგივეს იმეორებენ და საკუთარ შვილებს აკლებენ უპირობო სიყვარულს. თუ თქვენი ურთიერთობა შვილებთან “პირობით სიყვარულზეა” დამყარებული, მაშინ ძალიან გაგიჭირდებათ მათი გაგება და სწორად ხელმძღვანელობა. 
       როდესაც შვილებთან ურთიერთობა უპირობო სიყვარულზეა აგებული, ამ შემთხვევაში თქვენ ზრდით ჰარმონიულ და გაწონასწორებულ პიროვნებებს. 
        თქვენი თანამდევი ვარსკვლავი-სიყვარული- მიგასწავლით თქვენი შვილების გულებისკენ სავალ გზას.



რა შეიძლება გვიამბოს ნაყოფის მოძრაობამ



ორსული ქალის განცდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მშვენიერი გრძნობა ჩნდება მაშინ, როდესაც ქალი შეიგრძნობს ბავშვის მოძრაობას.  ამ მომენტამდე მომავალ დედას უჭირს იმის წარმოდგენა, რომ ბავშვი, რომელსაც ის ატარებს,  არსებობს მისგან დამოუკიდებლად. ორსულობის ფაქტის ყველა შესაძლო ხერხით დადასტურების მიუხედავად, მომავალი ბავშვის დამოუკიდებელი არსებობა შეიგრძნება მისი ამოძრავების შემდეგ. რაოდენ დიდი გრძნობების მოზღვავებას იწვევს პატარა არსების მიერ გამოწვეული პირველი ბიძგი! მომავალი დედა ამ დროს იმყოფება საკუთარი შეგრძნებების, ფიქრების  და ფანტაზიების გარემოცვაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია მისი პატარა, როგორ გამოიყურება, როგორ გრძნობს თავს, როგორი გაიზრდება. და თანდათანობით  ჩნდება პირველი წარმოდგენა შვილის შესახებ,  პირველი შეგნებული მოქმედებები მის მოთხოვნებთან და რეაგირების თავისებურებებთან დაკავშირებით, რომელთაც მომავალი დედა იღებს ჯერჯერობით ერთადერთი სახით  – მოძრაობის ენის საშუალებით. 
        იმისათვის, რომ ნაყოფის ტვინი ნორმალურად განვითარდეს და ფუნქციონირებდეს, აუცილებელია საჭირო დონის ინტენსივობის მრავალრიცხოვანი სტიმულის ზემოქმედება – იქნება ეს ბგერა, სინათლე, შეხება, სუნი თუ  გემო. სპეციფიკური   შეგრძნებების აღქმა უკვე ჩამოყალიბებულია და უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა სტიმულზე რეაგირებას პატარა მოძრაობით ახდენს; ის მეტად  ყლაპავს ნაყოფშორის სითხეს, თუ ის ტკბილია; ზურგს უქცევს არასასიამოვნო ბგერის წყაროს; განზე იწევს ექოსკოპიის ცივ აპარატთან ან ცივი წყლის ნაკადთან შეხებისას;  ცდილობს მიეკრას დედის ხელს, როდესაც მას ხელი მუცელზე უდევს; გაიტრუნება, თუ დედის მუცელზე მამას უდევს ხელი და ისმის მისი დაბალი ხმა. 
         პირველ ტრიმესტრში ბავშვს უკვე ჩამოყალიბებული აქვს წარმოდგენა “კომფორტზე” :  როდესაც პატარა აღმოაჩენს, რომ მოძრაობის საშუალებით მას თვითონ შეუძლია სტიმულაციის ინტენსივობის რეგულირება (მაგალითად, კატის ხმაზე დედის მუცლის კედელთან მიახლოება ან ხმამაღალი ბგერებისგან მოშორება),  ამ შემთხვევაში ის გარკვეულწილად ხდება თავისი ცხოვრების “ბატონ-პატრონი”. 
         მუცლადყოფნის დროს ბავშვის მთავარი ამოცანაა განვითარება. ამისათვის მას სჭირდება კვება და ინფორმაცია.  თუ ის საკვებსა  და ჟანგბადს არასაკმარისი რაოდენობით იღებს (დედა შეუძლოდაა ან მშიერია, ან იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, რაც საშოს ხშირ შეკუმშვებს იწვევს) ბავშვი დაიწყებს მოძრაობას იმისათვის, რომ მიიღოს სისხლის საჭირო რაოდენობა და მასთან საკვები და ჟანგბადი. ბავშვის ამ აქტიური   მოქმედების შედეგად დედა დატოვებს დახუთულ შენობას ან შეეცდება დაიკმაყოფილოს შიმშილის გრძნობა.  ორსულობის მეორე  ნახევრიდან ბავშვს ტვინი უკვე იმდენად აქვს განვითარებული, რომ დედის ემოციურ მდგომარეობაზე რეაგირება შეუძლია თავისი აქტივობის ცვლილებით.  26-27 კვირიდან პატარას უკვე სახის კუნთების შეკუმშვით-უნებლიე  მიმიკით შეუძლია ამაზე რეაგირება. თუ ბავშვმა “ჩათვალა”, რომ ეს არ არის საკმარისი, მაშინ “საქმეს თვითონ კიდებს ხელს”. 
         დავუშვათ, დედა დაწვა დასაძინებლად – შეწყდა ჩვეული სასიამოვნო რხევის შეგრძნება. რამოდენიმე ბიძგი და დედა გადაბრუნდა. რხევა გაგრძელდა. შესანიშნავია! მზარდი ორგანიზმისთვის მოძრაობა – ეს საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის ხერხი და უბრალოდ საჭიროებაა, რომელიც მისი დაბადების მერეც აქტუალურია.   სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ყველაზე დიდ აქტივობას ბავშვი ავლენს ორსულობის 24-ე და 28-30კვირაზე.  დღე-ღამის მანძილზე მან შეიძლება შეასრულოს 200-დან 500-მდე  სხვადასხვა მოძრაობა. ორსულობის უფრო გვიანდელ სტადიებზე ბავშვის აქტივობაში შეიძლება უკვე მკვეთრად გამოიყოს დასვენების და მოძრაობის, ძილის და სიფხიზლის საათები.  თბილისში 16-ედან 30 –ე კვირამდე ორსული ქალებისა და მათი პატარების  ბიოლოგიური რიტმების გამოკვლევა ჩატარდა. გამოვლინდა  პატარების დიდი აქტივობა საღამო და ღამის საათებში: აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით აქტიურები პატარები არიან 19 საათიდან 4 საათამდე,  ხოლო “დასვენების საათები” ეწყებათ დილის 4-საათიდან  და უგრძელდებათ 9 საათამდე.

რას გრძნობს დედა

         ყველაზე უფრო ხშირად ნაყოფის პირველ მოძრაობას დედა შეიგრძნობს საღამო საათებში, დასაძინებლად წასვლის წინ.  ჩვეულებისამებრ, ეს ხდება ორსულობის 16-ე და 20-ე კვირას შორის. თუ ორსულობა პირველია, ქალმა ბავშვის მოძრაობა პირველად შეიძლება  იგრძნოს 19-ე და 20-ე კვირას შორის; თუ ორსულობა განმეორებითია, ან მომავალი დედა ნაზი აღნაგობისაა, მან ბავშვის მოძრაობა შეიძლება შეიგრძნოს უფრო ადრეც – 16-ე-18-ე კვირაზე. B ბავშვის პირველი მოძრაობა მოგვაგონებს პეპლის ფრთების შეხებას ან ნაზ ღიტინს. თანდათანობით მოძრაობა სულ უფრო და უფრო ძლიერდება და ხდება უფრო გამოხატული. ნაყოფის ზრდასთან ერთად ის ღებულობს ბიძგის სახეს.  ხანდახან პატარა “ითვისებს” რომელიღაც ახალ მოძრაობას. დროის თანაბარ შუალედებში მრავალჯერადი ბიძგების გამეორებით ის თითქოსდა “სრულყოფს თავის ტექნიკას”. 
        ხანდახან ბავშვის მოძრაობა შეიძლება იწვევდეს  უსიამოვნო შეგრძნებებს. მათი გაჩენის შემთხვევაში მომავალმა დედამ ექიმს უნდა მიმართოს. თუ ტკივილის შეგრძნებები ჩნდება ზოგიერთი მდგომარეობის დროს ან მუცლის ზოგიერთ უბანში, შეეცადეთ შეიცვალოთ პოზა.  ხანდახან ამას შველის თბილი აბაზანის მიღება (არა ცხელი) არა უმეტეს 7-10 წუთის განმავლობაში. თუმცა ძირითადად უხერხულობის გრძნობას იწვევს შეუფერებელ დროს ბავშვის ზედმეტი აქტიურობა, განსაკუთრებით დედის დასვენების საათებში.  ხშირად ბავშვს შეიძლება არ მოსწონდეს, რომ დედა დაწვა არა იმ გვერდზე, რომელზეც მას უნდა: და თუ დედის გვერდი არ დაემთხვევა მის ზურგს, მაშინ იწყება ნამდვილი “დისკოთეკა”. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დალიოთ თბილი რძე ან პიტნის, გვირილის ნაყენი, გაანიავოთ ოთახი, უმღეროთ სიმღერა, ნაზად შეეხოთ მუცელს ან შეეცადოთ “მოელაპარაკოთ დაუდგრომელ პატარას არსებას”. 
        მომავალ დედასა   და შვილს შორის  ურთიერთქმედების საკითხის დასარეგულირებლად  ბავშვთა ექიმმა ფრანც ვოლდმანმა შეიმუშავა ე.წ. “პრენატალური სწავლების” მეთოდი, ან ჰაპტონომია. მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დედა თვალყურს ადევნებს, აკვირდება თავის მდგომარეობას (ფიზიკურს, ემოციურს) და ბავშვის მოძრაობით აქტივობას. ამასთან ცდილობს საკუთარ მოძრაობებზე გამოიწვიოს ბავშვის შესაბამისი  პასუხი ( მაგალითად, ორსულობის შუა პერიოდში ნაყოფი მკაფიოდ რეაგირებს დედის ხელის შეხებაზე). რამოდენიმეკვირიანი “სწავლების” შემდეგ (რომელიც გამოიხატება მუცლის გარკვეულ ადგილას ხელის რიტმულ დაკვრაში) ბავშვი პასუხობს მოძრაობით, რომელიც უშუალოდ მიმართულია დედის ხელისაკენ. ამგვარი ხერხით შეიძლება არა მარტო ბავშვის გამოწვევა კონტაქტზე, არამედ მისი დამშვიდებაც. 
        ჰაპტონომიის მეთოდი  დედას აძლევს იმის საშუალებას, რომ ნათლად განასხვავოს ბავშვის მოძრაობითი აქტივობის ხასიათი და უშეცდომოდ განსაზღვროს მისი ემოციური მდგომარეობა.  არის თუ არა აუცილებელი ბავშვის მოძრაობის კონტროლირება?  ვფრიქობ, ორსულობის ნორმის ფარგლებში მიმდინარეობის შემთხვევაში, ეს არ არის აუცილებელი. ერთი საათის განმავლობაში პატარა ახორციელებს 10-15 მოძრაობას. სამი საათის განმავლობაში მას აქვს უფლება იძინოს და თითქმის არ იმოძრავოს, მაგრამ თუ ბავშვი ზედმეტად აქტიურია რამოდენიმე დღის განმავლობაში ან პირიქით, ბოლო დღეების მანძილზე შეიმჩნევა მისი აქტივობის  შესუსტება, მომავალმა დედამ უნდა მიმართოს თავის მეან-გინეკოლოგს.  არის შემთხვევები,  როდესაც აუცილებელია ბავშვის აქტივობაზე სისტემატური დაკვირვების წარმოება.



რა გავლენა აქვს დაბადებამდე დედის ურთიერთობას ბავშვთან



ვინ არის თქვენი “მოსაუბრე”?

nakopi.jpg
ბოლო წლებში დაბადებამდე პატარასთან ურთიერთობა ფართო განხილვის საგნად იქცა. იწერება წიგნები, იხსნება კურსები, ხდება ახალი მეთოდიკების ათვისება... მიდის საუბრები არა მარტო ნაყოფის განვითარების დიაგნოსტიკაზე, არამედ პრენატალურ ფსიქოლოგიაზე  და პრენატალურ აღზრდაზეც კი – ბავშვის აღზრდაზე დაბადებამდე.  მეცნიერება წინ მიდის და დღეისათვის ემბრიონის განვითარებაზე ძალიან ბევრი რამ გახდა ცნობილი. თუმცა ბავშვთან დაბადებამდე უთიერთობის საკითხი  დღესაც ძალზე აქტუალურია და ბოლომდე არ არის შესწავლილი. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა იმის გაგება, თუ ვისთან ვურთიერთობთ. საამისოდ კი უნდა წარმოვიდგინოთ თუ როგორ ხდება ბავშვის განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში.დღეს უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ ახალშობილი ამ სამყაროს ევლინება შთაბეჭდილებების დიდი მარაგით. ის შეგრძნებებს გრძნობის ყველა ორგანოს საშუალებით  იღებს. ახალშობილს გააჩნია გრძნობის ხუთივე ორგანო: მხედველობის, სმენის, ყნოსვის, შეხების და  გემოს შეგრძნების ორგანოები. 
        ამ ეტაპზე უკვე საკმაოდაა შესწავლილი კვირების მიხედვით მუცლადყოფნის პერიოდში პატარას განვითარება.

მესამე კვირის ბოლოდან მას უკვე უცემს გული.
მეხუთე კვირაზე იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ადამიანის განვითარებაში: იწყება ტვინის ქერქის ხვეულების ფორმირება, რაც მომავალში მზარდ ორგანიზმს მისცემს მოძრაობის, აზროვნების, ლაპარაკის, შემოქმედების საშუალებას.
მეცხრე კვირაზე  ნაყოფის ენაზე უკვე ჩნდება გემოვნების რეცეპტორები და მას შეუძლია გაარჩიოს მის ირგვლივ არსებული სანაყოფე სითხის გემო და მოახდინოს მასზე რეაგირება.   
მეათე კვირაზე მგრძნობიარე ხდება კანის მთელი ზედაპირი. 
მეათე-მეთერთმეტე კვირა-ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვი გარკვევით გრძნობს შეხებას, სითბოს და სიცივეს, ტკივილს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მან უკვე იცის ამ იმპულსებზე რეაგირება. თუ შეგრძნებები მისთვის უსიამოვნოა, ის იცვლის მიმიკას. 
მეთექვსმეტე კვირაზე ბავშვს უვითარდება სმენა.  თავიდან მას დედის სხეულის ბგერები ესმის: გულისცემა, სისხლის ხმაური,  პერისტალტიკის ბგერები. ის მათ დახშული სახით ღებულობს, რადგან ეს ბგერები წყლის გარემოს გავლით აღწევენ ბავშვამდე.  შემდგომში ბავშვი ნელ-ნელა იწყებს გარე ბგერათა გაგონებასაც.  დადგენილია ის ფაქტი, რომ მას შეუძლია ცალკეულ ბგერათა “დამახსოვრება” , ხმათა გარჩევა. ამ ეტაპზე ნაყოფს განვითარებული აქვს მგრძნობიარობის თითქმის ყველა ფორმა. 
მეთვრამეტე კვირაზე კვირაზე ბავშვი თითებით ეხება ჭიპლარს, ამოძრავებს ხელებს, ეხება სახეს და ხელებით იფარავს მას უსიამოვნო ბგერების გაგონებაზე.
 დაახლოებით მეოცე კვირაზე დედა გრძნობს პატარას მოძრაობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს  ხომ თქვენს პატარასთან პირველი შეხვედრაა-სხეულისმიერი კონტაქტი!
ორსულობის მეექვსე თვეზე ბავშვს ესმის,  გრძნობს გემოს. ის რეაგირებს მაშინ, როდესაც თქვენ მუცელს ხელს შეახებთ. 
მეცხრე თვეზე პატარას უვითარდება მხედველობა.

მაშ ასე, ჩვენ მოკლედ გავეცანით ნაყოფის გრძნობის ორგანოთა განვითარების საკითხს მუცლადყოფნის პერიოდში. სწორედ ამ ცოდნას ემყარება ბავშვთან დაბადებამდელი ურთიერთობის სხვადასხვა თეორია.

http://www.shvilebi.ge

ორსული ქალის სულიერი მდგომარეობის ზოგიერთი ასპექტი




მაშ ასე, ასრულდა თქვენი საწადელი და თქვენს ორგანიზმში გაჩნდა ახალი სიცოცხლე! ორსულობის  პირველი თვეები-ეს უდიდესი ცვლილებების ხანაა არა მარტო ქალის ფიზიოლოგიაში, არამედ მის ფსიქოლოგიაშიც.  “მეს” შინაგან,  ხელშეუხებელ სივრცეში გაჩნდა სხვა ადამიანი, რომლის არსებობასაც უნდა გაეწიოს არა მარტო ანგარიში, არამედ უნდა გარდაიქმნას მთელი ცხოვრება, შეიცვალოს ყველა გეგმა. ყველას არ შეუძლია უსიტყვოდ ამ ცვლილებების მიღება.  იმის მიუხედავად სასურველია თუ არა ბავშვი – მომხდარი მოვლენის გრანდიოზულობა  მთლიანად იკავებს ორსული ქალის ცნობიერებას და იწვევს მასში ათასგვარ კითხვას: “როგორ წარიმართება მომავალში ჩემი ცხოვრება? როგორი მიმდინარეობა ექნება ორსულობას? რა მოუვა ჩემს კარიერას? შევძლებ თუ არა უზრუნველვყო ჩემი შვილის მომავალი? კარგი დედა ვიქნები?”  ნაცნობი შეკითხვებია არა?!  ამგვარმა სულიერმა მღელვარებამ შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო დაღლილობის და გაღიზიანების გრძნობა, არამედ გახდეს ტოქსიკოზის  ან ორსულობის შეწყვეტის საშიშროების მიზეზი.

ცვლილებათა კრიზისი
        მაშ ასე, ასრულდა თქვენი საწადელი და თქვენს ორგანიზმში გაჩნდა ახალი სიცოცხლე! ორსულობის  პირველი თვეები-ეს უდიდესი ცვლილებების ხანაა არა მარტო ქალის ფიზიოლოგიაში, არამედ მის ფსიქოლოგიაშიც.  “მეს” შინაგან,  ხელშეუხებელ სივრცეში გაჩნდა სხვა ადამიანი, რომლის არსებობასაც უნდა გაეწიოს არა მარტო ანგარიში, არამედ უნდა გარდაიქმნას მთელი ცხოვრება, შეიცვალოს ყველა გეგმა. ყველას არ შეუძლია უსიტყვოდ ამ ცვლილებების მიღება.  იმის მიუხედავად სასურველია თუ არა ბავშვი – მომხდარი მოვლენის გრანდიოზულობა  მთლიანად იკავებს ორსული ქალის ცნობიერებას და იწვევს მასში ათასგვარ კითხვას: “როგორ წარიმართება მომავალში ჩემი ცხოვრება? როგორი მიმდინარეობა ექნება ორსულობას? რა მოუვა ჩემს კარიერას? შევძლებ თუ არა უზრუნველვყო ჩემი შვილის მომავალი? კარგი დედა ვიქნები?”  ნაცნობი შეკითხვებია არა?!  ამგვარმა სულიერმა მღელვარებამ შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო დაღლილობის და გაღიზიანების გრძნობა, არამედ გახდეს ტოქსიკოზის  ან ორსულობის შეწყვეტის საშიშროების მიზეზი.
orsuloba.jpg
        ნუ შეეცდებით გადაწყვიტოთ ყველა პრობლემა ერთბაშად. გადადეთ ისინი განუსაზღვრელი დროით და შესაძლოა ზოგიერთი მათგანი თქვენს ჩაურევლადაც გადაწყდეს.  ორსულობა-უნიკალური პერიოდია, როდესაც შეგიძლიათ თავს მისცეთ უფლება ნაკლებად რეაგირებდეთ ცხოვრებისეულ  პრობლემებზე და ამ დროს სულაც არ უნდა შეგაწუხოთ დანაშაულის  გრძნობამ უპასუხისმგებლო ქცევის გამო.   გახსოვდეთ, რომ ქვეყანაზე ყველაზე დიდ მატერიალურ კეთილდღეობაზე მეტად ბავშვს თქვენი ყურადღება, გაგება და სიყვარული სჭირდება. 
მთავარია, ამ ეტაპზე მიიღოთ თქვენი ახალი მდგომარეობა. ეს კი ნიშნავს თქვენს ცხოვრებაში ბავშვის გაჩენის მიღებას, მისი მოთხოვნილებების გაგებას. ანებივრეთ საკუთარი თავი და ნუ მოერიდებით სისუსტეების გამოვლენას იქნება ეს დღის მანძილზე წამოწოლა თუ თქვენი საყვარელი დელიკატესებით პირის ჩაგემრიელება.  მიეცით ნება ორსულობა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში არა როგორც აკძალვების , არამედ როგორც ახალ შესაძლებლობათა პერიოდი.  ფრაზა: “რა ცუდია ვეღარ შევძლებ ჩემი ვიწრო ჯინსების ჩაცმას!” უნდა შეცვალოთ შემდეგი ფრაზით: ”როგორც იქნა შევძლებ გარდერობის განახლებას!”  საკმარისია შეცვალოთ დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ და მაშინვე შეიგრძნობთ მომხდარი ცვლილებების სასიკეთო პერსპექტივას. 
   

გაღიზიანების გრძნობა

        ორსულობა ქალს ხდის ზედმეტად ემოციურს, მგრძნობიარეს, აგზნებადს.  იოტისოდენა პრობლემასაც კი გამოყავს ის მდგომარეობიდან, არაფერი ახარებს. ექიმები ასეთ არამყარ ემოციურ მდგომარეობას ხსნიან  ორგანიზმში მიმდინარე ბობოქარი ჰორმონალური ცვლილებებით. 
        მოჭარბებული გაღიზიანება იმას ნიშნავს, რომ მომავალმა დედამ უნდა ისწავლოს რელაქსაცია (განტვირთვა).   ეს მეტად საჭირო ცოდნა გამოგადგებათ მშობიარობის დროსაც  და დადებითად იმოქმედებს თქვენს შემდგომ ცხოვრებაზეც.  რელაქსაციის ყველაზე  მარტივი სახეა-წყნარი მუსიკის ჩართვა, დაწოლა,  მოხერხებულად განთავსება და საკუთარ სუნთქვაზე ფოკუსირება. ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუნთქეთ. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ ამოსუნთქვაზე თქვენ გეუფლებათ განტვირთვის  და სიმშვიდის გრძნობა. 
        ორსული ქალის სულიერი მდგომარეობა იმდენად ბევრ ცვლილებას განიცდის, რომ მას შეიძლება გაუჩნდეს მარტოობის გრძნობა.  ეს ემოციური მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ქალმა ღრმად ჩაიხედოს საკუთარ სულში, გაერკვიოს საკუთარ თავში და გააანალიზოს ცხოვრებისეული გამოცდილება ან თუნდაც მოახდინოს არსებულ ფასეულობათა გადახედვა. 
        განმარტოების საათები გამოიყენეთ თვითშემეცნებისათვის, მაგრამ ძალიან არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, გაუზიარეთ თქვენი განცდები ახლობელ ადამიანებს, კითხეთ რჩევა ფსიქოლოგს.

 შთამბეჭდაობა
        იმ შემთხვევაშიც კი თუ ქალი ორსულობამდე მშვიდი ზნით გამოირჩეოდა, ამ დროს ძალზე ადვილად შეიძლება ჩავარდეს პანიკაში თავისი ექიმის აბსტრაქტული საუბრების გამო ორსულობის მსვლელობის შესაძლო გართულებებთან დაკავშირებით ან საკუთარი მშობიარობის შესახებ მეგობრის მიერ მონაყოლი  ექსცენტრიული ისტორიის გამო. ზოგიერთი ფილმის სცენამ ან ახალმა ამბებმა (სატელევიზიო), სამსახურში უფროსის  კრიტიკულმა შენიშვნამ შეიძლება საერთოდ გამოიყვანონ ქალი მდგომარეობიდან. მიეცით ემოციებს გამოხატვის საშუალება, თუ საჭიროა იტირეთ, შესჩივლეთ ახლობლებს და რაც მთავარია არ ჩაიდოთ წყენა გულში. 
        გახსოვდეთ, რომ თქვენს შთამბეჭდაობას აქვს მეორე მხარეც-შანსი ახლებურად შეხედოთ სამყაროს. ორსულობისას ქალი  როგორც ბავშვი ისე გრძნობს თავს და ინტერესით და გაოცებით შესცქერის სამყაროს, გამოიყენეთ ეს ახალი შესაძლებლობა დატკბეთ ცხოვრების მშვენიერი მხარეებით.   თქვენი შთაბეჭდილებების წყალობით თქვენ ბავშვს გადასცემთ ინფორმაციას გარე სამყაროზე. თქვენი შთაბეჭდილებები მას მოუთხრობენ იმის შესახებ, კეთილია თუ ბოროტია გარე სამყარო, ლამაზი თუ უსახური, მხიარული თუ მოწყენილი. ამიტომ შეეცადეთ რაც შეიძლება ხშირად გქონდეთ კონტაქტი ბუნებასთან, ხელოვნებასთან და მიიღოთ რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია.




მარტოობა

        ორსული ქალის გულში იმდენად ბევრი ცვლილება ხდება, რომ მან ამ გრანდიოზული გარდაქმნების ფონზე შეიძლება  თავი მეტისმეტად მარტო იგრძნოს.  მის ირგვლივ მყოფი ადამიანები იგივენი არიან, მხოლოდ ის შეიცვალა, თვითონ. მიუხედავად ამისა, მარტოობის განცდას აქვს დადებითი მხარეებიც:  იძლევა საკუთარ გულში ჩახედვის, საკუთარ თავში გარკვევის შესაძლებლობას, ცხოვრებისეული გამოცდილების ანალიზის და შესაძლოა ფასეულობათა გადახედვის იშვიათ შანსს.
         გამოიყენეთ მარტოობის საათები თვითშემეცნებისთვის, მაგრამ ამასთან არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, გაუზიარეთ თქვენი განცდები ახლობელ ადამიანებს, რჩევა ჰკითხეთ ფსიქოლოგებს, დაელაპარაკეთ სხვა ორსულ ქალებს. და რაც მთავარია, დაიწყეთ ბავშვთან ურთიერთობა, ის ხომ ყველაზე ახლობელი ადამიანია თქვენთვის.




   როგორ ავარიდოთ თავი შესაძლო გაუგებრობას

momavali_mama2.jpg
ორსულობის პერიოდმა შეიძლება ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს შესძინოს ახალი დადებითი იმპულსი, მაგრამ შეიძლება გაუგებრობაც გამოიწვიოს. ქალს ხომ სწორედ საყვარელი ადამიანისგან სჭირდება მხარდაჭერა ამ დროს. მაგრამ მამაკაცს უჭირს ცოლის ორსულობის პროცესში ჩართვა და ამის ისევე აღქმა, როგორც ქალს. ქმარს  უფრო ცოლის ახალი უცნაურობები აღელვებს და ორსულობის მიმდინარეობის თავისებურებები მას ნაკლებად აინტერსებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ის აბსოლუტურად გულგრილია უახლოესი მოვლენების მიმართ, უბრალოდ მამაკაცები ამ ყველაფერს თავისებურად აღიქვამენ. 
       შეეცადეთ ძალდაუტანებლად ჩაახედოთ თქვენი ახლობელი ადამიანი ორსულობის საკითხებში. მას სჭირდება მარტივი, კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ხდება მოცემულ ეტაპზე.  სთხოვეთ მას გამოგყვეთ ექოსკოპიის მორიგ სეანსზე.  ზოგიერთი მამაკაცი იმის მერე, რაც საკუთარ პირმშოს იხილავს მუცლის შიგნით, მთლიანად იცვლის დამოკიდებულებას ცოლის ორსულობის მიმართ, თითქოსდა იჯერებს  ბავშვის რეალურ არსებობას.  ხშირად გამოიყენეთ ნაცვალსახელი “ჩვენ”: ეს კიდევ ერთი ნიშანი იქნება იმისა, რომ თქვენ უკვე აღარ ხართ მარტო.                        თავსმოუხვევლად უამბეთ ქმარს იმის შესახებ, თუ როგორ იქცეოდა პატარა დღის განმავლობაში.  თუ დასაწყისში ამას მოსალოდნელი რეაქცია არ მოჰყვა, არ განაწყენდეთ და ქმარი გულგრილობაში არ დაადანაშაულოთ. უბრალოდ  ბევრი მამაკაცი თავის ემოციებს ღიად არ გამოხატავს.
         თუ გაგაჩნიათ ერთობლივი სურვილი, რომ ქმარი დაესწროს მშობიარობას, მან უნდა გაიაროს მომზადების შესაბამისი კურსები იმისათვის, რომ პასიური მოწმის როლი მისთვის აქტიური მონაწილის როლით შეიცვალოს.  ის საჭირო მომენტში  არა მარტო განუგეშებთ, არამედ შეგახსენებთ სწორი სუნთქვის საჭიროებას, მოგეხმარებათ მდგომარეობის შეცვლაში.  ასეთი ქმედითი მონაწილეობა მშობიარობის დროს  ეხმარება მამაკაცს გააცნობიეროს თავისი მამობა, ხოლო ქალისთვის შეუცვლელი მხარდაჭერის ტოლფასია. 
          მამაკაცისთვის სიახლე იმის შესახებ, რომ ის მალე მამა გახდება,  თავიდან მასში იწვევს გაორებულ გრძნობას.  ერთი მხრივ, ის გახარებულია, რომ ახალ არსებას მისცა სიცოცხლე, მეორე მხრივ – ეშინია ახალი როლის. მამობის შიში შეიძლება გაუჩნდეთ იმ მამაკაცებს, რომლებიც თავის დროზე თავს  გრძნობდნენ არასასურველ შვილად. 
          ორსულობის პერიოდი  - ეს სრულიად განსაკუთრებული დროა წყვილის ცხოვრებაში. მამაკაცს  ძალიან უჭირს ცოლის მღელვარების ტალღაზე გადართვა. მისთვის ასევე ძნელია იმის გაგება, თუ რა ხდება ორსული ქალის ორგანიზმში, რადგან ის ბიოლოგიურად ვერ გახდება ორსული. და სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცი ფსიქოლოგიურად განიმსჭვალოს თავისი რჩეულის ორსულობით ისე, რომ მისი სულიერი რიტმები იყოს მეუღლის რიტმების თანხვდენილი. მაშინ ცხრა თვის მანძილზე მამაკაცი შეძლებს საკუთარი შვილის გაჩენისთვის მომზადებას, იმისდა მიუხედავად, დაგეგმილი იყო თუ არა ეს ორსულობა. წყვილის ცხოვრებაში უფრო მჭიდრო სულიერი და ფსიქოლოგიური კონტაქტის დასამყარებლად საჭირო იმპულსი სწორედ ქალისგან უნდა მომდინარეობდეს. ის არ უნდა ჩაიკეტოს საკუთარ თავში და ფიქრობდეს იმას, რომ ორსულობა მისი პირადი საქმეა. თუ ქალი შეეცდება იმას, რომ  დამოუკიდებლად, პარტნიორის გარეშე გადაწყვიტოს წარმოშობილი პრობლემები, შეეცადოს გარდაქმნას საკუთარი თავი, ცხოვრების სტილი, მას საგრძნობლად გაუჭირდება. და მეტიც, მისი ამგვარი ქცევა მას დააშორებს ქმრისგან, პირველ რიგში ფსიქოლოგიურად და შესაბამისად, არ მისცემს მომავალ მამას ქმედითად დაეხმაროს მას  იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რომლებთანაც მას მოუწევს შეჯახება. გარდა ამისა, მამკაცს უნდა ესმოდეს, რომ ორსულობის პერიოდში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ორსულობა პირველია, ქალს შეიძლება არ სჯეროდეს საკუთარი ძალების, იყოს გულჩვილი. ამ პერიოდში მას მოფერება, მხარდაჭერა და მფარველობა სჭირდება. სწორედ ახლა სჭირდება მას განსაკუთრებული ყურადღება. მაგრამ ქალმა შეიძლება იქონიოს მამაკაცის გულწრფელი თანაგრძნობის იმედი ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის  ქმარს უყვება ყველაფერ იმას, რაც მის თავს ხდება. რაც უფრო გულახდილად უზიარებს ცოლ-ქმარი ერთმანეთს აზრებს, სურვილებს, მოსაზრებებს, შიშსა და მღელვარებას, მით უფრო ჰარმონიულად ჩაივლის ორსულობის 9 თვე. ყველაზე   მთავარი, რაც შეიძლება გააკეთოს მამაკაცმა ამ დროს – შეეცადოს მაქსიმალურად გააუმჯობესოს ფსიქოლოგიური ატმოსფერო ოჯახში. წინ ხანგრძლივი 9 თვე გელოდებათ და თუ არ გინდათ ფუჭი დროის კარგვა უსარგებლო განცდებზე,  მამაკაცი შეიძლება თავადაც კარგად მოემზადოს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ცოლსაც გაუწიოს თანადგომა ორსულობის დროს  და მშობიარობის წინ.

        იმისათვის, რომ მამაკაცმა კარგად გაიგოს  თუ რა ემართება ქალს ორსულობის დროს, მან მეტი უნდა იცოდეს  იმის  შესახებ, თუ როგორ ვითარდება ბავშვი მუცლადყოფნის პერიოდში, როგორ მიმდინარეობს მშობიარობა, როგორ ევლინება სამყაროს ახალი ადამიანი. ამისათვის არსებობს შესაბამისი ლიტერატურა, ვიდეოფილმები, სადაც აღწერილია ბავშვის განვითარება დაბადებამდე. კიდევ უფრო უკეთესი, თუ  წყვილი გაივლის მშობიარობისათვის მოსამზადებელ კურსებს, სადაც ისინი ძალიან სასარგებლო და საჭირო ინფორმაციას მიიღებენ ორსულობისა და მშობიარობის შესახებ და ეს მათ დაეხმარებათ ამ მნიშვნელოვანი მივლენების ფონზე საკუთარი როლის გაცნობიერებაში. უკვე რამოდენიმე მეცადინეობის მერე მათი ცნობიერება ნათდება და ადრინდელი შიში და გაურკვეველი მღელვარება ადგილს უთმობს მიმდინარე მოვლენების მწყობრ და ჰარმონიულ სურათს, სადაც უკვე ყველაფერი ნათელი და გასაგებია.   
        თუმცა არის მამაკაცების ისეთი კატეგორიაც, რომლისთვისაც არც ისე ადვილია ახალ გარემოებებთან შეგუება. მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ახლა უკვე ერევა მესამე არსება, რომლის მიმართაც მომავალ მამას შეიძლება ჰქონდეს არაერთმნიშვნელოვანი გრძნობები: ეს შეიძლება ჰგავდეს ეჭვიანობას მომავალი კონკურენტის მიმართ; მამაკაცმა  შეიძლება თავი იგძნოს ზედმეტად დედა-შვილის ორგანული კავშირის ფონზე და ასეთ შემთხვევაში მამაკაცი  აუცილებლად გულახდილად და ტაქტიანად უნდა  დაელაპარაკოს საკუთარ ცოლს თავის გრძნობებზე, რომ ბავშვის მოლოდინი  ორივესთვის იყოს სიხარულის მომტანი და მისი დაბადება კი დიდი დღესასწაული. შუა ორსულობის  პერიოდი  - დროის ყველაზე შესანიშნავი მონაკვეთია მომავალი მშობლებისათვის. ამ მომენტისათვის  ფიზიკურად და სულიერად ქალმა უკვე გადალახა ჰორმონალური ცვლილებები. ორივე მათგანი შეეჩვია ახალ გარემოებას. ცოლ-ქმრული ურთიერთობა ამ ეტაპზე იძენს სიღრმისეულ ხასიათს, დგება საუკეთესო პერიოდი თავისუფალი დროის ერთად გატარებისა დასვენებისათვის. მშობიარობისწინა პერიოდში განსაკუთრებით სასიამოვნო და ამასთან სასარგებლოა ბავშვთან საუბარი,  მისთვის მღერა, ყურადღების გამოჩენა.  მას ხომ შესანიშნავად ესმის ამ დროს თქვენი. 
        ორსულობა- საუკეთესო პერიოდია იმისათვის, რომ ცოლ-ქმარმა ისაუბროს თუ როგორ შეიცვლება მათი შემდგომი ცხოვრება, მათი როგორც მშობლების როლის შესახებ; კარგი იქნება თუ ისინი გაიხსენებენ ეპიზოდებს საკუთარი ბავშვობიდან, ამასთან დაკავშირებულ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებს. მეტად მნიშვნელოვანია იმის გახსენებაც თუ როგორი ბავშვები იყვნენ თვითონ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ მშობლებთან. ამასთან, მიზანშეწონილია, თუ ისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რისი შეცვლა მოგინდებოდათ საკუთარ ოჯახში, რათა არ გაიმეოროთ თქვენი მშობლების მიერ დაშვებული შეცდომები.  ამას  ძალიან   დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ხშირად მშობლების ოჯახში არსებული სტერეოტიპები გადმოიტანება საკუთარ ოჯახში და რიგი საკითხების მცდარი აღქმა აგრძელებს თავის შემდგომ ცხოვრებას. ახალბედა მშობლები ხშირად ისევე ექცევიან საკუთარ შვილებს, როგორც თავის დროზე ექცეოდნენ მათ მშობლები. მეტიც, ხანდახან მათ არ უნდათ ასე მოქცევა, მაგრამ ირთვება ქვეცნობიერების მექანიზმები და სტერეოტიპები მაინც აგრძელებენ მავნე მუშაობას.   ხოლო იმ შემთხვევაში თუ წყვილი ერთობლივად და შეთანხმებულად გადაამუშავებს ამ ნეგატიურ მასალას, თუ ცოლ-ქმარი შეეცდება მოიშოროს ეს ტვირთი და გულწრფელად მოუნდება ახლებურად ურთიერთობის აწყობა ბავშვთან ერთად  ურთიერთპატივისცემითა  და ჰარმონიით აღსავსე ატმოსფეროში, გაერკვევა თავის ბავშვურ მოგონებებში  და გააკეთებს შესაბამის დასკვნებს, ის შეძლებს უკვე ფესვგადგმული და ზოგჯერ გაუცნობიერებელი სტერეოტიპებისგან გათავისუფლებას. 
        მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი სპეციალური სამშობიარო კურსების სარგებლობას: ამ კურსებზე დასწრება ცოლ-ქმარს გაუწევს არა მარტო დიდ მორალურ მხარდაჭერას, არამედ მისცემს მათ შესაძლებლობას შეხვდეს და გაუზიაროს საკუთარი შთაბეჭდილებები, აზრები, შეგრძნებები ამ კურსების სხვა მსმენელებსაც, რითაც გაცილებით გაადვილდება თითოეული მათგანისათვის ამ პერიოდისათვის ტიპიური ბევრი საკითხის აღქმა. ერთი სიტყვით, ამგვარი კურსების გავლა დაეხმარება მომავალ მამას თავი იგრძნოს აქტიურ და სასარგებლო მონაწილედ იმ დიდი მოვლენისა, რასაც საკუთარი შვილის დაბადება ჰქვია.

მღელვარება ბავშვის ჯანმრთელობაზე
        ხანდახან ორსული ქალი შიშით იხსენებს ყველა იმ რისკის ფაქტორს, რომელიც მას ორსულობის დასაწყისში აღმოუჩინეს და ამას მოჰყვება როგორც წესი მღელვარება იმის თაობაზე, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ბავშვზე:  მოსვენებას არ აძლევენ დალეული ჭიქა ღვინოს და მიღებული ასპირინის ფაქტები (მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი იყო ორსულობის ფაქტი), ფიქრები დაბინძურებული ჰაერის და სამუშაო კომპიუტერის მონიტორის შესაძლო გამოსხივებასთან დაკავშირებით. 
        არ ღირს რისკის ხარისხის გადაჭარბებული აღქმა.  დაფიქრდით, რომ უსაფუძვლო მღელვარება  გაცილებით უფრო საზიანოა თქვენი ბავშვისთვის, ვიდრე  ის შეცდომები, რომლებიც თქვენს მიერ არის დაშვებული. თავს ნუ მისცემთ დანაშაულის გრძნობას, უმჯობესია იპოვოთ ხერხი, რომელიც გააწონასწორებს თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს იქნება ეს აქტიური გასვლები სუფთა ჰაერზე თუ დაბალანსებული კვება, ან კლასიკური მუსიკის მოსმენა.  და კიდევ,  შეეცადეთ ხშირად წარმოიდგინოთ  ხოლმე თუ როგორი ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი ბავშვი გაგიჩნდებათ. ასეთი ფანტაზიები ძალიან დადებითად მოქმედებენ ბავშვის განვითარებაზე.

 ორსულობის მახარობლები

        მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ქალის ქვეცნობიერება ინფორმაციას ნაყოფის ჩასახვის შესახებ იღებს უკვე იმ მომენტში, როდესაც ის ხდება. სხვაგვარად, მომავალ დედას წარმოდგენაც არა აქვს, რა ხდება ამ დროს მის ორგანიზმში და მისი ფსიქიკა კი უკვე ახლა იწყებს გარდაქმნას ახალი  მიზნებისა  და ამოცანების შესაბამისად.  ამ მდგომარეობაში  ქვეცნობიერება (ინტუიცია, წინასწარმეტყველება, მეექვსე გრძნობა თუ გნებავთ) აგებინებს  ქალს, რომ დროა შეცვალოს  ცხოვრება, პატარას გაჩენას დაუწყოს ლოდინი და შესაბამისად  იზრუნოს მასზე და საკუთარ თავზე. 
        ითვლება, რომ ჩვენი ფსიქიკა  ამგვარ შეტყობინებას აგზავნის სიზმრების სახით. კერძოდ, ყველაზე გავრცელებული სიზმარი ამ დროს ასახავს სიუჟეტს, რომელშიც ქალი თევზს იჭერს ხელებით ან საერთოდ, სიზმარი, რომელშიც ფიგურირებს თევზი. ის, რომ ასეთი სიზმარი ესიზმრება ძალიან ბევრ ორსულ ქალს, არაფერია გასაკვირი – ქვეცნობიერება ამგვარად ნაყოფის ჩასახვის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ყველაზე მოხერხებულ ფორმას პოულობს. იმდენად რამდენადაც   “თევზის” სიზმრის შესახებ იცის ძალიან ბევრმა, ქვეცნობიერება  “სთავაზობს” მას მომავალ დედას. 
        ქალს, რომელსაც ეჭვიც კი არ გასჩენია საკუთარ ორსულობაზე,  ასევე შეიძლება დაესიზმროს რომ ის ორსულადაა,  მშობიარობა, ან ჯერ არდაბადებული ბავშვი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც გამოიწვევს ორსულობასთან მტკიცე ასოციაციას. 
        დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას ცხოვრების ნიშნებზე.  ქვეცნობიერება ორსული ქალის  ყურადღებას ამახვილებს  იმ მოვლენაზე ან საგანზე, რომელთა გამოჩენაც ორსულობის დადგომას ნიშნავს. ამგვარ  საგნებზე და სიზმრებზე ყურადღების გამახვილება არა მარტო დასაშვებია, არამედ აუცილებელიცაა – ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს სულაც არ არის ცრუმორწმუნეობის მაჩვენებელი. მთავარია, არ გამოგეპაროთ ეს სიგნალი, დროულად მიაქციოთ მას ყურადღება, თუ ნაყოფის ჩასახვაზე არაფერია ცნობილი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის ფაქტი დადასტურებულია, ისღა დაგრჩენიათ კიდევ ერთხელ განიცადოთ ამ მოვლენასთან  დაკავშირებული სიხარული.