22 дек. 2012 г.

საინტერესო ფაქტები ბავშვებზე



ბავშვები ჩვენთვის ყველაზე უფრო საყვარელი არსებები არიან, გთავაზობთ რამდენიმე უცნაურ ფაქტს მათ შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ
1. თუკი მსოფლიოში აღნიშნავენ ბავშვთა დაცვის დღეს, სეიშელის კუნძულზე აღნიშნავენ ბავშვთა დაცვის თვეს.
2. ბავშვების ყველაზე დიდი რაოდენობა , რომელიც გააჩინა ერთმა ქალმა, არის – 69.
3. ყველაზე ძველი სათამაშო, რომელიც გათხრების შედეგად იპოვეს 3000 წლისაა. ის ინახება ლუვრში.
4. მოცარტმა 3 წლისამ დაიწყო მუსიკის შექმნა .
5. მსოფლიოში ერთადერთი ბავთვთა ბაღი დაცვის სამსახურით, არსებობს რუმინეთში. ბაღის ტერიტორიაზე არის სპეციალური ნაგებობა, საიდანაც მცველები ზემოდან უთვალთვალებენ ცნობილი ადამიანების შვილებს, რათა მათ რაიმე საფრთხე არ შეექმნათ. აქ ყველა ბავშვს ააქვს მობილური, რომლის მეშვეობითაც ისინი უკავშირდებიან ხოლმე მშობლებს.
6. რამდენიმე წლის უკან უელსის განათლების დეპარტამენტმა სკოლიდან მოხსნა დაბალი კლასების მასწავლებელი. მიზეზი გახდა ის ბანალური ფაქტი, რომ მასწავლებელმა თავის მოსწავლეებს განუცხადა , რომ სანტაკლაუსი არ არსებობს. იმედგაცრუებულმა ბავშვებმა ტირილით მიაშურეს მშობლებს, ხოლო აღშფოთებულმა მშობლებმა კი საჩივარი შეიტანეს მასწავლებელზე.
7. ყველაზე ბევრი შვილი მსოფლიოში ჰყავს მაროკოს სულთანს – ისმაილს. იგი 548 ბიჭისა და 340 გოგოს მზრუნველი მამაა. მას ყოველ 20 დღეში ერთი შვილი უჩნდებოდა.
8. ფსიქოლოგები თვლიან , რომ დედისერთა ბავშვები, ეგოისტები, მიზანდასახული არიან და ადვილად აღწევენ წარმატებებს ცხოვრებაში, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტებიდან არცერთი არ იყო დედისერთა, რაც ეჭვქვეშ აყენებს ფსიქოლოგების მოსაზრებას.
9. ინგლისელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბავშვები, რომელთაც ხშირი შეხება აქვთ კომპიუტერთან, უფრო ადვილად ითვისებენ მათემატიკას და ხუთჯერ უფრო სწრაფად სწავლობენ წერას და კითხვას.


10. არაბულ ქვეყნებში ძალიან პოპულარულია აქლემების დოღი და როგორც წესი აქლემზე სვამენ 3-4 წლის ბავშვებს, ჯერ ერთი მცირე წონის გამო და მეორესმხვრივ იმის გამო , რომ ბავშვები შიშისაგან ხმამაღლა ყვირიან და ტირიან რაც ხდება მიზეზი იმისა , რომ აქლემი უფრო სწრაფად გარბის (!)
11. სტატისტიკა გვეუბნება, რომ 3-4 წლის ბავშვი დღის განმავლობაში ამბობს 12000 სიტყვას და სვამს 900-მდე კითხვას.
12. ერთხელ ისრაელში ყველასათვის მოულოდნელად მოვიდა დიდი თოვლი. სწრაფადვე უმაღლესმა რაბინმა აკრძალა შაბათობით თოვლის ბაბუას გაკეთება, ვინაიდან ჩათვალა ის მუშაობად (შაბათი ისრაელში უქმე დღედ ითვლება), ხოლო ნება დართო თოვლში თამაში და ჩათვალა ის გართობად.
13. გერმანიის ბავთვთა დაცვის კავშირის პრეზიდენტმა, საჩივრით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს იმის შესახებ, რომ სპორტი რჩება ბავშვთა შრომის ექსპლუატაციის მთავარ საშუალებად და არა მარტო შორეულ აფრიკაში, არამედ ხშირად ევროპასა და ამერიკაში. ოლიმპიური ჩემპიონები ხომ ხშირად სწორედ ბავშვები ხდებიან.
14. მსოფლიოში ყველაზე პატარა სტუდენი 7 წლის გაშენ სიტამ-პალამია. მსოფლიოს ერთერთი უჭკვიანესი ბავშვი სწავლობს უკვე უნივერსიტეტში და ასეთი ტემპით 13 წლის ასაკში მას უკვე ბაკალავრის ხარისხი ექნება.
15. მოსკოვში არსებობს ეგრეთწოდებული “ინდიგო” ბავშვების მშობელთა დახურული კლუბი, მაგრამ ის დახურულია არა მისი ელიტარულობის გამო არამედ იმის გამო, რომ ეს არის აუცილებელი სიფრთხილე, რათა ასეთი ბავშვები არ ჩანდნენ თანატოლებს შორის, როგორც თეთრი ყვავები.
16. იაპონიაში, ბავშვების მიმართ, საერთოდ არ იხმარება სიტყვა “ცუდი”, მაგალითად ერთერთი სკოლის ველოსიპედების გასაჩერებელ ადგილზე არის აბრა-ნახატი სწორად დაყენებული ველოსიპედით და წარწერა “ასე აყენებს ველოსიპედს კარგი ბავშვი” და მეორე ტრაფარეტი, რომელზედაც არასწორად დაყენებული ველოსიპედი ახატია, აქვს წარწერა- “ასე კარგი ბავშვი ველოსიპედს არ აყენებს”.
17. ჩინეთში დაფიქსირებულია ყველაზე უფრო ახალგაზრდა მშობლები, 8 და 9 წლის. ეს იყო 1910 წელს.
18. ყველაზე მეტი ტყუპები იბადება ნიგერიაში – ყოველი მე-11 მშობიარე ქალი აჩენს ტყუპებს, ყოლო ყველაზე ნაკლები ტყუპები იბადება იაპონიაში – მხოლოდ ერთი 250-დან.
19. თავისი არსებობის მომენტიდან (1970) “ლეგოს” გამოშვებული აქვს იმდენი დეტალი, რომ პლანეტის ყოველ ერთ მოსახლეზე მოდის 30 დეტალი.
20. მსოფლიოს უმეტეს ენებში, არის სიტყვა “მამა” და “პაპა”, ვინაიდან ეს აის პირველი სიტყვები, რომლებსაც გამოთქვამს ბავშვი.
21. ექიმები ახდენდენ დაკვირვებას 7 წლის ბავშვებზე, რომლებიც დაიბადნენ თითქმის ერთ დროს, ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც გაშორებული იყვნენ, ჩამორჩებოდნენ სიმაღლეში თანატოლებს.
22. და ბოლოს იცით, რომ ყვალასათვის საყვარელი მულტსერიალი -”ნუ პაგადი” (აბა დამაცადე), რომელზედაც ჩემი თაობა გაიზარდა რუსეთში აკრძალეს, ვინაიდან ჩათვალეს, რომ ის ცუდ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий