15 нояб. 2012 г.

ბავშვის განვითარების მეორე თვე


ბავშვის განვითარების მეორე თვე

meore_tve.jpgამ ასაკში პატარა სულ უფრო მეტად ეგუება გარესამყაროს. დედამაც უკვე ისწავლა საკუთარი შვილის ენა: მას ესმის ბავშვის ტირილის, წუწუნის, საერთოდ მისი ქცევის სხვადასხვა მიზეზი. თავად ბავშვი ადამიანებთან ურთიერთობისას ფართოდ იყენებს კომუნიკაციის უნივერსალურ საშუალებას-ღიმილს. ის სახეგაბრწყინებული ხვდება დედას ან სხვა ახლობელ ადამიანს, რომელიც შესაბამის ემოციებს გამოხატავს მასთან ურთიერთობისას. ეს უკვე ნამდვილი, გაცისკროვნებული და მიმზიდველი ღიმილია. ასე პასუხობს პატარა მისი მისამართით თქმულ თუ გამოხატულ ნებისმიერ დადებით ემოციას. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა ეხება მშობლებს. პატარას ღიმილი ასახიერებს სიხარულსა და ნდობას მშობლებისა და გარესამყაროს მიმართ. ეს ნდობა კიდევ უფრო მყარდება უშუალო ვიზუალური კონტაქტის დროს, როდესაც ის ჩახედავს დედას თვალებში და როგორც სარკეში დაინახავს საკუთარ გამოსახულებას. შეუძლებელია ამ მზერამ გულგრილი დატოვოს ვინმე.
ხდება ემოციური მდგომარეობის დიფერენცირებული სახით გამოხატვა: ტირილი თავისი ბუნებით და ელფერით განსხვავდება ერთმანეთისგან იმისდა მიხედვით, თუ ბავშვის რა სურვილით არის ნაკარნახევი: მას შეიძლება შიოდეს, სწყუროდეს, სციოდეს, საფენი ჰქონდეს შესაცვლელი, ან სულაც იყოს მოწყენილი და სურდეს, რომ ვინმე მოვიდეს და წაეთამაშოს.
როდესაც ბავშვი კარგ განწყობაზეა, ღუღუნს იწყებს და თან ყურადღებით უსმენს საკუთარ თავს: ის ავარჯიშებს თავის სამეტყველო და საარტიკულაციო აპარატს. ამით მომავალ მეტყველებას ეყრება საფუძველი.
ორი თვის ასაკში კიდევ უფრო ვითარდება თვალის კუნთის კოორდინაციის უნარი და იხვეწება მზერის ფოკუსირება. მზერა იძენს მიზანმიმართულ ხასიათს. ახლა პატარას უკვე შეუძლია თვალი აყოლოს მოძრავ საგანს და არ დაკარგოს ის თვალთახედვის არედან, როდესაც ის გაჩერდება. ბავშვი თვალით აცილებს მოზრდილ ადამიანს, რომელიც მის საწოლს სცილდება და ხვდება მას, როდესაც ის ლაპარაკით საწოლს უახლოვდება. ამ დროს ბავშვი ეძებს ბგერის წყაროს და სიხარულით რეაგირებს მის გამოჩენაზე.
ამ ასაკში ბავშვს შეუძლია მისგან 50 სმ-ით დაშორებული საგნების დათვალიერება. მხდველობის ფოკუსირების უნართან ერთად იწყება “თვალი-ხელის” კოორდინაციის ფორმირება. პატარა ცდილობს სტაცოს ხელი მისი თვალთახედვის არეში მოქცეულ საგნებს და პირში ჩადებას. ასე ეცნობა ის გარესამყაროს.


http://www.shvilebi.ge/

Комментариев нет:

Отправить комментарий