15 нояб. 2012 г.

რას გრძნობს ნაყოფი მუცლად ყოფნის პერიოდში


რას გრძნობს ნაყოფი მუცლად ყოფნის პერიოდში
ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა დიდი ხანია გამოავლინეს ემოციური კავშირი, რომელიც არსებობს დედასა და შვილს შორის. სასიამოვნო მოლოდინის შეგრძნება, ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული ფიქრები და სიყვარული მის მიმართ გავლენას ახდენს ნაყოფის ფსიქიკის და უჯრედული მეხსიერების განვითარებაზე, პიროვნების ძირითადი თვისებების განვითარებაზე, რომელიც ნარჩუნდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ჩატარდა ქალთა გამოკითხვა. გამოკითხულთა მესამედმა განაცხადა, რომ ორსულობისას არ ფიქრობდნენ ნაყოფზე. მათი შვილები დაიბადნენ საშუალო მაჩვენებლით. უმრავლესობას ჰქონდა საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემის დარღვევები. ეს ბავშვები გამოირჩეოდნენ ჭირვეულობით. ასევე მათ აღენიშნებოდათ გარემოსთან ადაპტაციის სირთულეები.

მაშინ როდესაც ჩვენ განვიცდით სიხარულს და ბედნიერების გრძნობას, ტვინი გამოიმუშავებს „სიხარულის ჰორმონებს“ (ენდორფინებს). მათ შეუძლიათ აგრძნობინონ ნაყოფს სიმშვიდის და სიხარულის შეგრძნება. თუ ჩანასახი ამ გრძნობას ხშირად განიცდის მაშინ ეს განცდა ამახსოვრდება და გარკვეულ წილად გავლენას ახდენს პიროვნების ხასიათის ჩამოყალიბებაზე.

ასევე ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ნაყოფს გააჩნია აქტიური სენსორული სისტემა. გრძნობათა ორგანოები და მათი შესაბამისი ცენტრები ტვინში ვითარდება ორსულობის მესამე თვეზე. შემდეგი 6 თვის განმავლობაში ისინი განიცდიან სპეციალიზაციას ფუნქციის შესრულების მხრივ.

ნაყოფის მხედველობა არის დროებით უმოქმედო მდგომარეობაში, რადგანაც მხედველობა შეუძლებელია სინათლის გარეშე. ნაყოფს შეუძლია აღიქვას მხოლოდ სუსტი ნარინჯისფერი შუქი და ისიც მხოლოდ უშუალოდ დედის მუცელზე მინათების შემთხვევაში.

ნაყოფს ასევე არ აღენიშნება ყნოსვაც, რადგანაც იგი შესაძლებელია მხოლოდ ჰაერის არსებობისას.

მუცლადყოფნის პერიოდში გემოვნება ძალიან კარგად არის განვითარებული. ყოველდღიურად ნაყოფი შთანთქავს ამნიონურ სითხეს, რომელზეც ზეგავლენას ახდენს დედის მიერ მიღებული საკვები და სასმელი. ეს ხელს უწყობს ნაყოფის მიჩვევას, ამა თუ იმ საკვებთან და განაპირობებს განყწობას გარკვეული საკვების მიმართ დაბადების შემდეგ.

დღესდღეისობით უფრო დეტალურად არის შესწავლილი სმენა და მგრძნობელობა.

მგრძნობელობის ქვეშ იგულისხმება კანის ზედაპირი. ნაყოფის კანი განიცდის დედის ორგანიზმის კუნთების მუდმივ ზეწოლას. დანიელმა ექიმმა ფრანც ველდმანმა გამოიმუშავა მეთოდი, რომელიც ადგენს ემოციურ კავშირს დედასა და ნაყოფს შორის. მუცელზე შეხება საშუალებას იძლევა გამყარდეს კონტაქტი მამას, დედას და ნაყოფს შორის.

რაც შეეხება სმენას, ჩატარდა ბევრი კვლევა, რომლის შედეგებიც იყო განსაცვიფრებელი. დადგინდა, რომ თუ მამა ხშირად ესაუბრება ნაყოფს მუცლად ყოფნის პერიოდში, მაშინ დაბადების შემდეგ ბავშვი ცნობს მის ხმას. ასევე აღმოჩნდა, რომ ბავშვი ცნობს იმ მუსიკას, რომელსაც დედა უსმენდა ორსულობის პერიოდში. ამავე დროს ეს მუსიკა მოქმედებს ბავშვზე დამამშვიდებლად.

ამიტომაც უნდა ვიცოდეთ, რომ ნაყოფს ყველაფერი ესმის, გრძნობს და იმახსოვრებს ყველა ინფორმაციას, რომელიც აღწევს მასთან დედის მუცელში.

Комментариев нет:

Отправить комментарий